ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომელ პროფესიებს გააქრობს ჟამთა სვლა და ტექნოლოგიური განვითარება. სამედიცინო და ტექნოლოგიური პროფესიები კი, როგორც აშშ-ს ეკონომიკის სექტორში იუწყებიან, მაღალი ანაზღაურების, ასევე, ინდუსტრიული სამყაროს მოსალოდნელი გაფართოების თვალსაზრისით, კვლავ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად პროფესიებად რჩება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
ამერიკის სტატისტიკის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა 2014-2024 წლების პროგნოზი სამუშაო ადგილების ზრდის შესახებ პროფესიების მიხედვით.
გთავაზობთ მომდევნო ათწლეულის საუკეთესო „მომავლის სამსახურების“ ჩამონათვალს, როგორც ანაზღაურების, ისე სარგებლიანობის კუთხით:
21. დაწყებითი სკოლების მასწავლებლები
საერთაშორისო პრაქტიკით, მათი საშუალო შემოსავალი 2014 წელს $54 120-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 78 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
დაწყებითი სკოლის მასწავლებლების საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
20. პრაქტიკოსი მედდა
საერთაშორისო პრაქტიკით, მათი საშუალო შემოსავალი 2014 წელს $95 350-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 44 700 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
პრაქტიკოსი მედდის საგანმანათლებლო მოთხოვნებს მაგისტრის ხარისხი აკმაყოფილებს.
19. ფინანსური მენეჯერი
საერთაშორისო პრაქტიკით, მათი საშუალო შემოსავალი 2014 წელს $115 320-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 37 700 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ფინანსური მენეჯერის საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
18. ელექტრიკოსები
საერთაშორისო პრაქტიკით მათი საშუალო შემოსავალი $51 110-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 85 900 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ელექტრიკოსების საგანმანათლებლო მოთხოვნებს სკოლის ატესტატი აკმაყოფილებს.
17. ლიცენზირებული პრაქტიკოსი და პროფესიული მედდები
საერთაშორისო პრაქტიკით მათი საშუალო შემოსავალი 2014 წელს $42 490-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 117 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ლიცენზირებული პრაქტიკოსი და პროფესიული მედდების საგანმანათლებლო ხარისხს მაგისტრის ხარისხი და საქმიანობაში მოპოვებული ჯილდოები აკმაყოფილებს.
16. იურისტები
საერთაშორისო პრაქტიკით, მათი საშუალო შემოსავალი 2014 წელს $114 970-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 43 800 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
იურისტების საგანმანათლებლო ხარისხს უმაღლესი განათლება და პროფესიული გამოცდილება აკმაყოფილებს.
15. გაყიდვების წარმომადგენლები
საერთაშორისო პრაქტიკით, გაყიდვების მენეჯერებისა და ამ სფეროს წარმომადგენლების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $55 020-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 93 400 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
გაყიდვების წარმომადგენელთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
14. სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს მენეჯერი
საერთაშორისო პრაქტიკით, სამედიცინო სფეროს მენეჯერთა საშუალო შემოსავალი 2014 წელს $92 810-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 56 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს მენეჯერთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
13. პროგრამული სისტემების დეველოპერი
საერთაშორისო პრაქტიკით, პროგრამული სისტემების დეველოპერთა საშუალო შემოსავალი 2014 წელს $102 880-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 51 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
პროგრამული სისტემების დეველოპერების საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
12. ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები და მარკეტინგის სპეციალისტები
საერთაშორისო პრაქტიკით, ბაზრის კვლევის ანალიტიკოსებისა და მარკეტერების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $61 290-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 92 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ბაზრის კვლევის ანალიტიკოსებისა და მარკეტერთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
11. ფიზიკური თერაპევტები
საერთაშორისო პრაქტიკით, ფიზიკური თერაპევტების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $82 390-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 71 800 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ფიზიკური თერაპევტების საგანმანათლებლო მოთხოვნებს სამედიცინო პროფესიული ხარისხი აკმაყოფილებს.
10. პერსონალური ფინანსური მრჩევლები
საერთაშორისო პრაქტიკით, პერსონალური ფინანსური მრჩევლების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $81 060-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 73 900 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
პერსონალური ფინანსური მრჩევლების საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
9. ადმინისტრაციული მხარდაჭერის თანამშრომლები
საერთაშორისო პრაქტიკით, ადმინისტრაციული მხარდაჭერის თანამშრომელთა საშუალო შემოსავალი 2014 წელს $50 780-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 121 200 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ადმინისტრაციული მხარდაჭერის თანამშრომელთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს სკოლის ატესტატი აკმაყოფილებს.
8. კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერები
საერთაშორისო პრაქტიკით, კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $127 640-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 53 700 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
7. მენეჯმენტის ანალიტიკოსები
საერთაშორისო პრაქტიკით, მენეჯმენტის ანალიტიკოსების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $80 880-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 103 400 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
მენეჯმენტის ანალიტიკოსთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
6. ბუღალტრები და აუდიტები
საერთაშორისო პრაქტიკით, ბუღალტერთა და აუდიტთა საშუალო შემოსავალი 2014 წელს $65 940-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 142 400 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ბუღალტერთა და აუდიტთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
5. ექიმები და ქირურგები
საერთაშორისო პრაქტიკით, ექიმებისა და ქირურგების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $187 200-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 51 700 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
ექიმთა და ქირურგთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს სრული სამედიცინო საგანმანათლებლო ხარისხი აკმაყოფილებს.
4. კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი
საერთაშორისო პრაქტიკით, კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსთა შემოსავალი 2014 წელს $82 710-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 118 600 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსის საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
3. პროგრამული აპლიკაციების დეველოპერები
საერთაშორისო პრაქტიკით, პროგრამული სისტემის დეველოპერთა შემოსავალი 2014 წელს $95 510-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 135 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
პროგრამული სისტემის დეველოპერთა საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
2. ზოგადი და კონკრეტული ოპერაციების მენეჯერები
საერთაშორისო პრაქტიკით, ზოგადი და კონკრეტული ოპერაციების მენეჯერთა შემოსავალი 2014 წელს $97 270-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 151 000 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
მათ საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
1. რეგისტრირებული მედდები
საერთაშორისო პრაქტიკით, რეგისტრირებული მედდების საშუალო შემოსავალი 2014 წელს $66 640-ს შეადგენდა.
2024 წლისთვის 439 300 ახალი კადრის საჭიროება იარსებებს.
რეგისტრირებული მედდების საგანმანათლებლო მოთხოვნებს ბაკალავრის ხარისხი აკმაყოფილებს.
თემები: სამსახური, პროფესია, მომავალი
წყარო: <a href="http://www.businessinsider.com/the-21-best-jobs-of-the-future-2015-12/#13-software-systems-developers-9" target="_blank">www.businessinsider.com</a>