კიდევ ერთი ბრიტანული სამეფო ქორწილი - 10 საუკეთესოდ ჩაცმული სტუმარი პრინცესა ეუხენიას საქორწინო ცერემონიიდან
- 13.10.2018
დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი სამეფო ქორწილი შედგა. ამჯერად სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრი, იორკის ჰერცოგ, პრინც ენდრიუს ქალიშვილი, პრინცესა ეუხენია დაქორწინდა. პრინცესას რჩეული ჯეკ ბრუკსბენკია. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ჯეკი სამეფო გვარის არის, თუმცა არისტოკრატული წარმომავლობისაა.
ეუხენიას საქორწინო ცერემონია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე არანაკლებ პომპეზური იყო. მას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო. მოდურმა გამოცემებმა კი ქორწილის საუკეთესოდ ჩაცმულ სტუმართა ათეული შეადგინეს.
1. კარა დელევინი არმანის სამოსითა და „შანელის“ ქუდით.
2. პიქსი გელდოფი Celine-ის სამოსით.
3. ნაომი კემპბელი Ralph & Russo-ს კაბით.
4. ლივ ტაილერი სამეფო ქორწილში.
5. დემი მური - განსაკუთრებული ყურადღება Gabriela Hearst-ის ჩანთამ მიიპყრო.
6. ემა ლუის კონოლი ალესანდრა რიჩის სამოსით.
7. პოპი დელევინი ოსკარ დე ლა რენტას სამოსით.
8. პიპა მიდლტონი ზურმუხტსფერი კაბით.
9. მეგან მარკლი ჟივენშის სამოსით.
10. ქეით მიდლტონი ალექსანდერ მაკქუინის კაბით.
თემები: ქორწილი, პრინცესები, სამეფო, პრინცესა ეუხენია
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია