მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილს ელოდებიან - ბრიტანული სამეფო ოჯახი კიდევ ერთი პატარას მოლოდინში
- 15.10.2018
ახალდაქორწინებულები, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილს ელოდებიან.
მეგანის ორსულობის შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ამ ახალი ამბით ძალიან გახარებულები არიან.
„მისი სამეფო უმაღლესობა სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და ჰერცოგინია, მეგანი სიხარულით გაცნობებენ, რომ სასექსის ჰერცოგინია შვილს ელოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პატარა 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადება.
ბოლო პერიოდში ბრიტანული ყვითელი პრესა ხშირად წერდა მეგანის ორსულობის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია აქამდე დადასტურებული არ იყო.
ჰარისა და მეგანის პომპეზური სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს შედგა. ქორწილს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და ვარსკვლავები ესწრებოდნენ.
თემები: ორსულობა, დედა, პრინცესები, მეგან მარკლი
<a href="https://www.mirror.co.uk/">https://www.mirror.co.uk/</a>