1. „ამერიკელი ცხოველები“, 2018 წელი

ოთხი თავზეხელაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გადაწყვეტს ამერიკის ისტორიაში ყველაზე თავხედური არტ-ძარცვა მოახდინოს. გამოუვათ თუ არა ამბიციურ გმირებს მოიპარონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული წიგნი - ჯონ ჯეიმს ოდიუბონის „ამერიკის ფრინველები“? - ეს დინამიური ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.

2. „ზოი“, 2018 წელი

მეცნიერები ზოი (ლეა სეიდუ) და კოული (იუენ მაკგრეგორი) მუშაობენ რობოტ-სინტეტიკების შექმნაზე, რომლებიც იდეალური პარტნიორები გახდებიან პლანეტის თითოეული მაცხოვრებლისთვის. ხელოვნური ინტელექტი მოწოდებულია სამუდამოდ გაანთავისუფლოს კაცობრიობა მარტოობისგან. მაგრამ უცბად ზოი ხვდება, რომ მასში მეწყვილეს მიმართ სიყვარული იღვიძებს. კოული კი გულში საშინელ საიდუმლოს ატარებს ზოის წარმოშობის შესახებ. სადამდე მიიყვანთ მეცნიერების უცნაური ექსპერიმენტები?

3. „დამზადებულია ამერიკაში“, 2017 წელი

ბარი სილი (ტომ კრუზი) ფუფუნებასა და წარმატებაში ცხოვრობს. ის ამერიკაში Boeing 747-ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია. დიდი პროფესიონალი ბიზნესის სფეროში, ძალიან მდიდარი მამაკაცი, რომელიც აწყობს დახურულ საღამოებს და იღებს მსოფლიოს საუკეთესო ქალებს. მაგრამ ერთი სულელური შეცდომა, და მთელი მისი ოქროს სამყარო იმსხვრევა.

4. „არსაიდან“, 2017 წელი

სიხარულით აღსავსე კატიას ცხოვრება (დაიანა კრიუგერი) ერთ წამში იმსხვრევა: ტერორისტების თავდასხმისას ქმარი და ბავშვები დაეღუპნენ. ნათესავებისა და მეგობრების მცდელობა გამოიყვანონ გოგონა ხანგრძლივი დეპრესიიდან, შედეგს არ იღებს. მაგრამ ერთხელაც კატია ხვდება, რომ მზად არის ყველაფერი შეცვალოს და მიიღოს რადიკალური ზომები შურისსაძიებლად.

5. „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“, 2017 წელი

ფილმი-ბიოგრაფია ჯერომ სელინჯერზე, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ავტორზე. მისმა რომანმა „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“, მთელი ეპოქის განწყობა და აზრები ასახა, წამიერად გაქრა ქვეყნის ყველა წიგნების მაღაზიების თაროებიდან. მიმზიდველი ისტორია მწერლის მრავალწახნაგოვანი ბედის, მეორე მსოფლიო ომის საშინელებების, სულიერი ტანჯვისა და უძლიერესი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

6. „დიდი თამაში“, 2017 წელი

მოლი ბლუმი (ჯესიკა ჩესტეინი) - არალეგალური პოკერის ნამდვილი პრინცესაა, და მის განკარგულებაში ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული შენობაა. ყოველ საღამოს მილიარდერები, ვარსკვლავები, დილერები და შეიხები იქ უზარმაზარ თანხებს ტოვებენ. მაგრამ დიდი ფული - ეს ყოველთვის დიდი რისკია. როგორ უნდა გადარჩე, როცა შენზე ნადირობენ სპეცსამსახურები და კრიმინალური დაჯგუფებები?

7. „უფრო ძლიერად“, 2017 წელი

ჯეფ ბაუმანმა (ჯეიკ ჯილენჰოლი) ორივე ფეხი ტერაქტის დროს დაკარგა, რომელიც ბოსტონის მარათონის დროს მოხდა. ახლა გმირს ცხოვრების თავდიან დაწყება სჭირდება. მუდმივი ტკივილი პროთეზებისგან, რთული ურთიერთობები საყვარელ გოგონასთან, შეხვედრები დაზვერვის ფედერალურ ბიუროსთან მას მთელ ძალას აცლიან. დაძაბულობით აღსავსე სურათი სიმტკიცის, დაძლევისა და სიმამაცის შესახებ მოგვითხრობს.