როგორ ჰკიდებთ საყვარელ ადამიანს ხელს ხელზე?- გაიგეთ თქვენი სასიყვარულო კავშირის შესახებ სიმართლე
- 16.10.2018
ჩასჭიდო ხელი საყვარელ ადამიანს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი რამაა. ის, თუ როგორ ჰკიდებთ რომანტიკულ პარტნიორს ხელს ხელზე, ფსიქოლოგების კვლევის საგანი გახდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნულის მიხედვით სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი.
თუ აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ, დაფიქრდით, როგორ ჰკიდებთ მას ხელზე ხელს და იპოვნეთ შესაბამისი პასუხი.
1. თუ თქვენი ხელები ისეა გადაჯაჭვული, როგორც ამ ფოტოზე ჩანს, ეს მიუთითებს, რომ თქვენი ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული - სასიყვარულო კავშირი ემოციური თვალსაზრისით სტაბილურია და ერთმანეთს აბსოლუტურად ენდობით. მოგწონთ, როცა სხვა ადამიანებს აჩვენებთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი. თქვენ ასევე უტოვებთ საყვარელ ადამიანს პირად სივრცეს. პატივს სცემთ ერთმანეთის გრძნობებსა და ინდივიდუალიზმს.
2. მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელები - ერთმანეთის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ. ცდილობთ, ყველა სიტუაციაში დაიცვათ საყვარელი ადმაიანი, დაამშვიდოთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაეხმაროთ. როცა მამაკაცი ქალის დაცვაზე ფიქრობს, ის სწორედ ასე ჰკიდებს ხელს.
3. გადაჯაჭვული თითები - საოცრად მზრუნველები ხართ ერთმანეთის მიმართ. ღრმა სულიერი კავშირი გაქვთ. ცდილობთ იყოთ გულწრფელები და არ გჩვევიათ რაიმის დამალვა. თქვენი ურთიერთობა ნდობასა და ზრუნვაზეა დაფუძნებული.
4. ერთი თითით გადაჯაჭვა - თქვენს ურთიერთობაში ფლირტი უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენი ხანია ერთად ხართ, არასოდეს წყვეტთ ერთმანეთისადმი ფლირტს.
5. ხელების მოულოდნელი შეხება - ამ დროს ადამიანები დაფარულ სიმპათიას გამოხატავენ. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს, მსგავსი რამ აბსოლუტურად ბუნებრივად ხდება. ხელების ასეთი შეხება, როგორც წესი, ურთიერთობის საწყის ეტაპზეა.
6. თითებზე ხელის ჩაჭიდება - ეს მიუთითებს, რომ ერთმანეთს საოცრად ენდობით და შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გაჰყვეთ ყველგან, ისე, რომ არც ჰკითხოთ, თუ სად მიჰყავხართ. ეს პატივისცემაზე და სამართლიანობაზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ მზად ხართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთოთ საყვარელი ადამიანის დასაცავად. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც ორ ადამიანს ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა აქვს, ისინი სწორედ ასეთი ფორმით ჰკიდებენ ერთმანეთს ხელს.
7. მაჯებზე ხელების მოკიდება - მიუთითებს, რომ ერთმანეთი ვიზუალურად საოცრად გიზიდავთ და საყვარელი ადამიანის გარეშე წამითაც ვერ ძლებთ.
8. ხელების წელზე შემოხვევა - თქვენ ძალიან ახლო და ვნებიანი კავშირი გაქვთ. ერთმანეთზე საოცრად დამოკიდებულები ხართ და ამქვეყნად სწორედ რომანტიკული პარტნიორი გეიმედებათ ყველაზე მეტად.
9. ხელკავი - ამ შემთხვევაში, თქვენთვის დაცულობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია. ის თქვენს სტაბილურ ურთიერთობას უსვამს ხაზს, მაგრამ ამავდროულად, არ მიუთითებს, რომ პრტნიორები ერთმანეთზე საოცრად შეყვარებულები არიან.
თემები: ტესტი, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ნდობა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>