LIFE

როგორ გამოიყურებიან ახლა ყველა დროის ყველაზე ლამაზი მოდელი ბავშვები

როგორ გამოიყურებიან ახლა ყველა დროის ყველაზე ლამაზი მოდელი ბავშვები

1. ტილან ბლონდო, 17 წლის

BO-1 Multipic:

ტილანის შესახებ მსოფლიომ მაშინ გაიგო, როდესაც 4 წლის ასაკში ყველაზე ლამაზ ბავშვად დაასახელეს. ამავე ასაკში მას დებიუტი ჰქონდა ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებაზე. გრძელი თმა, პუტკუნა ტუჩები, ცისფერი თვალები - წლებთან ერთად ბლონდო სულ არ შეცვლილა, არამედ უფრო მიმზიდველი გახდა.

ამჟამად ის წარმოადგენს L’Oréal Paris-ის ამბასადორს და ცოტა ხნის წინ ფრანგული კომპანიის სილამაზის სხვა დესპანებთან ერთად მონაწილეობას იღებდა Le Défilé-ს უნიკალურ ჩვენებაზე. ასევე ის აგრძელებს თანამშრომლობას Dolce & Gabbana-ს, Michael Kors-ის, Massimo Dutti-ს მოდურ სახლებთან.

2. კრისტინა პიმენოვა, 12 წლის

BO-2 Multipic:

საკუთარი სამოდელო კარიერა კრისტინამ 3 წლის ასაკში დაიწყო. ეს მოხდა მისი დედის, გლიკერია პიმენოვას (წარსულში მოდელის) დახმარებით, რომელმაც ქალიშვილი სამოდელო სააგენტოში მიიყვანა. გოგონა მონაწილეობდა ჩვენებებში და ფოტოსესიებზე ისეთი მოდური სახლებისთვის, როგორიც არის Prada, Armani, Fendi. გარდა ამისა, პიმენოვა-უმცროსი პროფესიონალურად დაკავებულია მხატვრული ტანვარჯიშით, შარშან კი ის გადაიღეს Creators-ის ორ ფილმში: The Past და The Russian Bride.

3. ლანეა გრეისი, 14 წლის

BO-3 Multipic:

ლანეას ხანდახან ადარებენ ახალგაზრდა სინდი კროუფორდსა და ბარბორა პავლინს - ახალგაზრდა მოდელს ეს რა თქმა უნდა სიამოვნებს. თინეიჯერობის მიუხედავად, ის ზრდასრულივით მუშაობს: მუდმივი ჩვენებები, გადაღებები. მაგალითად, მან მიიღო მონაწილეობა შვედი დიჯეი Avicii-ს კლიპში სიმღერაზე Wake me up. რამდენიმე წლის წინ კი მასთან კონტრაქტი კომპანია Disney-მ გააფორმა.

4. მაკენზი ფოი, 17 წლის

BO-4 Multipic:

ამ გოგონას ნახვა უკვე 4 წლის ასაკში შეიძლებოდა Ralph Lauren-ისა და Guess Kids-ის სარეკლამო პოსტერებზე. თუმცა დღეს, მისი საქმე მხოლოდ სამოდელო ბიზნესით არ არის. 10 წლის ასაკში ითამაშა ედვარდის და ბელას ქალიშვილის როლი საკულტო საგაში „ბინდი“. ამის შემდეგ მაკენზის სამსახიობო კარიერა წინ წავიდა. მის კინოკარიერას შეემატა ისეთი ფილმები, როგორიცაა „მაკნატუნა და ოთხი სამეფო“, „წყევლა“, „ინტერსტელარი“ და სხვ. ამჟამად მაკენზი ოსტატურად ათავსებს კინოში თამაშს და გადაღებებს ჟურნალებებისთვის, ასევე ბიუთი და ფეშენ-ბრენდებისთვის.

5. ლილი ჩი, 14 წლის

BO-5 Multipic:

ამ პატარა გოგონას ყოველწლიური შემოსავალი 20 000 დოლარია, გამოფერმული აქვს კონტრაქტი ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც არის Nike და Levi’s-ი. სხვათა შორის, ჩის ჰონორარი მშობლებს სპეციალურ ანგარიშზე შეაქვთ, რითიც სარგებლობას 18 წლის ასაკში შეძლებს. ლილის სამოდელო კარიერა ძალიან მოულოდნელად დაიწყო: ის ქუჩაში დედასთან ერთად მიმავალი პროდუქტების მაღაზიაში შეამჩნიეს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>