LIFE

რატომ არ უნდა იჭორაოთ ყოფილ შეყვარებულზე? – 5 მიზეზი

რატომ არ უნდა იჭორაოთ ყოფილ შეყვარებულზე? – 5 მიზეზი

განშორება არ არის მარტივი და როგორი განაწყენებულიც უნდა იყოთ პარტნიორზე, მას ტკივილი სდევს თან. სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს სჩვევია განშორების შემდეგ ყოფილი პარტნიორის შესახებ ჭორაობა. რეალურად კი, ჭორაობით ადამიანი საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ყოფილს.

ფსიქოლოგები გამოყოფენ ხუთ მთავარ მიზეზს - რატომ არ უნდა იჭორაოთ ყოფილი შეყვარებულის შესახებ?

1. გააცნობიერეთ, რომ ის უკვე ყოფილია და დატოვეთ წარსულში - დაფიქრდით, თქვენ რაღაც მიზეზის გამო დაშორდით და ის უკვე ყოფილია. რატომ უნდა ილაპარაკოთ იმ ადამიანზე, რომელიც აღარ არის თქვენს ცხოვრებაში? მასზე ჭორაობით მხოლოდ იმას აკეთებთ, რომ არ უშვებთ ცხოვრებიდან, მასზე ფიქრობთ და წარსულს ცხოვრებას ართულებინებთ. დაივიწყეთ ყოფილი, ნუ იჭორავებთ მასზე და უბრალოდ განაგრძეთ თქვენი გზა.

რატომ არ უნდა იჭორაოთ ყოფილ შეყვარებულზე? – 5 მიზეზი

2. ყოფილის შესახებ ჭორაობა თქვენს რეპუტაციას ვნებს - როცა ყოფილი პარტნიორის შესახებ ჭორაობთ, ადამიანები თქვენზე ფიქრობენ: „თუ ყოფილზე ასე ლაპარაკობს, წარმომიდგენია ჩემ შესახებ რა შეიძლება თქვას ზურგს უკან.“ ვფიქრობთ, არ გსურთ რეპუტაციის შელახვა და ის, რომ გარშემომყოფებმა ასე ნეგატიურად აღგიქვან.

რატომ არ უნდა იჭორაოთ ყოფილ შეყვარებულზე? – 5 მიზეზი

3. თქვენი ნათქვამი მალე და დამახინჯებით ვრცელდება - ის, რაც თქვით, შესაძლოა მართალია, მაგრამ ადამიანები თქვენს ნათქვამს რაღაცებს ამატებენ და საბოლოო ჯამში, ჭორი სულ სხვაგვარად ვრცელდება ისე, რომ სინამდვილესთან შეიძლება საერთო არაფერი ჰქონდეს. თქვენი ქმედებით შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ.

4. ნუ იგრძნობთ თავს მარტოხელად - დაშორების შემდეგ თუ მუდამ ყოფილზე საუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ თავს მარტოხელად გრძნობთ და გენატრებათ ძველი დრო, თუმცა თავს ახალი ურთიერთობის დაწყების უფლებას არ აძლევთ.

5. ჭორაობის გამო, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ - მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს დაშორდით, შესაძლოა დრო და დრო სხვადასხვა სიტუაციებში გადაიკვეთოთ და მისი ნახვა მოგიწიოთ. გვერწმუნეთ, აუცილებლად ეცოდინება მას იმის შესახებ, თუ როგორ ლაპარაკობთ მასზე დაშორების შემდეგ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.



<a href="https://love.allwomenstalk.com">https://love.allwomenstalk.com</a>