სილამაზე

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

1. ჯიჯი ჰადიდი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

მოდელი ჯიჯი ჰადიდის კანი თითქოს შიგნიდან ანათებს. ამის შესახებ ლამაზმანმა ინტერვიუში ბლოგ Byrdie-ს მოუყვა: „მე დატენიანების ფანატი ვარ - მუდმივად ვიყენებ კრემებს, დღეში რამდენიმეჯერ. ასევე ყოველთვის თან მაქვს გამწმენდი ხელსახოცები - ხშირად ვიწმენდ კანს, რათა მთელი დღის განმავლობაში ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე“.

2. სინდი კროუფორდი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

რამდენი წლისაც არ უნდა იყოს სინდი - მისი კანი ყოველთვის იდეალურია. სინდი ამბობს, რომ რეგულარულად სარგებლობს კოსმეტოლოგის მომსახურებით - იყენებს მეზოთერაპიას, იკეთებს ვიტამინებისა და კოლაგენის ინიექციებს.

3. პენელოპა კრუსი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

ვარსკვლავის კანი ყოველთვის კარგად გამოიყურება. რაშია მისი საიდუმლო? პენელოპა ირწმუნება, რომ საქმე სწორ კვებაშია. ის უკვე დიდი ხანია არ ჭამს ხორცს, შეძლებისდაგვარად უარს ამბობს ტკბილეულზე. და შედეგიც - სახეზეა.

4. ემა უოტსონი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

ნორჩი ემა უოტსონი გამოირჩევა შესანიშნავი კანით - ტყუილად ხომ არ ირჩევს მსახიობს ბრენდი Lancome საკუთარ სახედ. ემა აღიარებს, რომ მას ძალიან თეთრი კანი აქვს, ამიტომ არც ცდილობს გარუჯვას - პირიქით, ყოველდღიურად მსახიობი სარგებლობს კრემით SPF-დაცვით. იმისათვის კი, რომ სახის ფერი იყოს ჯანმრთელი - იყენებს ნაზ ვარდისფერ პუდრს.

5. ირინა შეიკი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

მოდელი ირინა შეიკი - შესანიშნავი კანის კიდევ ერთი მფლობელია. გარდა უბრალოდ კარგი გენეტიკისა, ირინას ერთ-ერთი საიდუმლოა - ქოქოსის ზეთი. მოდელი რეგულარულად იყენებს მას სახის კვებისთვისა და დატენიანებისთვის. გარდა ამისა, ამ ზეთს გააჩნია ანტისეპტიკური ეფექტი.

6. ემბერ ჰერდი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

უმწიკვლო კანი აძლევს ემბერ ჰერდს საშუალებას ძალიან მკვეთრი ფერის პომადებიც კი გამოიყენოს. ვარსკვლავს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი - ის უბრალოდ დილა-საღამოს იყენებს დამამშვიდებელ დამატენიანებელ კრემს მგრძნობიარე კანისთვის, ასევე იყენებს მას მაკიაჟის წინ.

7. შარლიზ ტერონი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

შარლიზ ტერონს შეუძლია თავს ნება მისცეს ატაროს მოკლედ შეჭრილი თმა და მაღალი ვარცხნილობები, და გამოაჩინოს სახე. ის არ იყენებს მაკიაჟის მოსაცილებელ გელებს, რადგან თვლის, რომ ისინი ავნებენ კანს. ამის ნაცვლად ვარსკვლავი კოსმეტიკას ნატურალური ზეთით და სველი ხელსახოცით იშორებს. ასევე ის არასოდეს იყენებს პუდრს.

8. მირანდა კერი

8 ვარსკვლავი ბუნებრივად იდეალური კანით - როგორ უვლიან თავს

გარდა იმისა, რომ მირანდას კანი უბრალოდ ბუნებრივად იდეალურია, ის დამატებით ეხმარება მას: თავის მთავარ იარაღად მოდელი ვარდის ბუჩქის თესლებისგან გამოყვანილ ზეთს ასახელებს. სწორედ ამ პროდუქტს იყენებს კერი კრემების მაგივრად - გვერწმუნეთ, ნამდვილად მუშაობს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>