ძირითადი მიზეზები იმისა, რომ იაპონელი ქალები 40 წლის ასაკში ისე გამოიყურებიან როგორც 20 წლის, რამდენიმეა: ცხოვრების მაღალი დონე, სწორი კვება და საკუთარი თავის მიმართ ნაზი სიყვარული. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ. იაპონიის ექსპერტმა გაგვიზიარა იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლოები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ.
1. გაიკეთე ყოველდღიური სახის მასაჟი
იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ ყოველდღიური სახის მასაჟი - სწორედ ის გასაღებია მუდმივად ახალგაზრდა უნაოჭო კანისთვის. ნაზი წრიული მოძრაობებით დატანილი მოვლის ბიუთი-საშუალებები ხელს უწყობენ სასარგებლო ნივთიერებებს უფრო სწრაფად შეაღწიონ კანში, და ამასთანავე შესანიშნავად ადუნებენ კუნთებს და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.
2. გაიწმინდე და დაატენიანე კანი
გაწმენდა და დატენიანება - იაპონელი ქალების მთავარი ბიუთი-რიტუალებია. არცერთი იაპონელი არ დაწვება დასაძინებლად მაკიაჟით სახეზე, ამიტომ ნომერი პირველი საშუალებაა - კანის გამწმენდი ლოსიონი. საშუალებას ათბობენ ხელისგულზე და ისვამენ სახეზე წერტილოვნად: შუბლზე, ლოყებზე, ცხვირსა და ნიკაპზე, რის შემდეგაც მასაჟური ხაზების მიხედვით ანაწილებენ მთელ სახეზე. გაწმენდის პროცედურას ასრულებენ სახის მკვებავი რძით. კრემის შერჩევას იაპონელი ქალები ძალიან სერიოზულად უდგებიან: პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ პროდუქტის შემადგენლობას, და არა იმას, რას ამბობენ რეკლამაში.
3. მიიღე ცხელი აბაზანა
ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლების აზრით, კიდევ ერთ ნაბიჯს ლამაზი კანისკენ წარმოადგენს ცხელი აბაზანა - როგორც მინიმუმ კვირაში ორჯერ. იდეალური იქნება, თუ აბაზანას მიიღებთ ძილის წინ, რათა მოდუნდეთ, მოიხსნათ სტრესი და კარგად გაიწმინდოთ კანი. იმისათვის რომ პროცედურისგან მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი, დაამატეთ წყალში ზღვის მარილი, ვარდის ფურცლები ან მცენარეული ჩაი.
4. უარი თქვი გარუჯვაზე
ჩვენი გოგონებისგან განსხვავებით, იაპონელ ქალებს არ უყვართ გარუჯვა. ვერასოდეს ნახავთ იაპონელ გოგონას, რომელიც პლიაჟზე მზეს ეფიცხება. იაპონიის მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ლამაზი კანი - ეს თეთრი კანია, ამიტომ მათთვის წლის ნებისმიერ დროს აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს კრემი SPF-ით. უდავოა, მზე აბერებს კანს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების, ნაოჭებისა და სხვა სიბერის ნიშნების გაჩენას.
5. გადადე ინიექციები მომავლისთვის
სანამ თქვენ ტანჯავთ საკუთარ თავს მტკივნეული პილინგებითა და ინიექციებით, იაპონელი გოგონები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი ორგანიზმის რესურსების გაძლიერებას ნატურალური საშუალებების დახმარებით. ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლების უმეტესობამ უკვე მოსინჯა „ღრმა შეღწევის კოსმეტიკა“ და ძალიან კმაყოფილია შედეგით. ასე რომ, იქნებ ღირს მომავლისთვის გადადოთ ახალგაზრდობის ინიექციები და მაგალითი აიღოთ მათგან, ვინც ამ ინიექციების გარეშეც მშვენივრად გამოიყურება?
თემები: იაპონია, სხეულის საკორექციო ცენტრი, ფორმის შენარჩუნება, იაპონელების უნაკლო სხეულის საიდუმლო, ბუნებრივი საკვები დანამატი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>