LIFE

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

სასიყვარულო ურთიერთობა, მისი სიმყარე რომ ორივე პარტნიორის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ურთიერთობას აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ვაფუჭებთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც საყვარელი ადამიანის თვალწინ არ უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თქვენი კავშირი მყარი აღარ იქნება და მას გადაუყვარდებით.

როდესაც ადამიანები თანაცხოვრებას იწყებენ, ისინი აბსოლუტურად სხვა ჭრილში ხედავენ ერთმანეთს და ერთმანეთში ბევრ სიახლეს პოულობენ და რეალურად შეიძლება საყვარელ ადამიანში ისეთი რამ იპოვნონ, რაც მასზე წარმოდგენას შეაცვლევინებს.

ვნახოთ 7 რამ, რაც საყვარელი ადამიანის თვალწინ არ უნდა გააკეთოთ:

1. არ არის საჭირო მას წარსული სიყვარულის შესახებ ყველა დეტალი უამბოთ - ზოგადად, წარსულ ურთიერთობაზე საუბარს არაც ერთი წყვილისთვის არ მოაქვს პოზიტიური შედეგი. თუ გამუდმებით ყოფილზე ლაპარაკობთ და ყველა დეტალს უყვებით მის შესახებ საყვარელ ადამიანს, ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს ურთიერთობაზე. წარსული წარსულია და დაანებეთ თავი მის გახსენებას. 

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

2. ნუ ისაუბრებთ მისი ოჯახის წევრებზე უარყოფით კონტექსტში - ოჯახის წევრები ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან და არავის სიამოვნებს მათ შესახებ ნეგატიურად საუბარი. შესაძლოა, თქვენი დედამთილი არ იყოს იდეალური, მაგრამ მასზე ქმართან საშინელებები არ უნდა თქვათ. ოჯახური ურთიერთობები დიპლომატიას მოითხოვს, მოექეცით პატივისცემით სხვებს, თუ მათგანაც პატივისცემა გსურთ.

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

3. ნუ მოუყვებით საყვარელ ადამიანს მეგობრების საიდუმლოებს - მეგობრები უახლოესი ადამიანები არიან და როცა საიდუმლოს განდობენ, ეს ნიშნავს, რომ საიდუმლოა და არავის არ უნდა უთხრათ, მათ შორის არც საყვარელ ადამიანს. თუ ყველაფერს მოუყვებით, თქვენი პარტნიორი ჩათვლის, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება, გაუჩნდება ეჭვი, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის, ოჯახის შესახებ ყველაფერს უყვებით მეგობრებს და ამიტომაც მოინდომებს, რომ ბევრი რამ დაგიმალოთ.

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

4. ეცადეთ, რომ მის წინ მოუწესრიგებელი არ გამოჩნდეთ - თუ გინდათ, რომ თქვენს შორის ნაპერწკალი არ გაქრეს აუცილებლად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. ეცადეთ, ყოველთვის იყოთ ფორმაში და ყოველთვის გამოიყურებოდეთ სასურველად.

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ

5. ბუნებრივ მოთხოვნილებებს ნუ დაიკმაყოფილებთ ერთმანეთის თვალწინ - საპირფაროშოს, აბაზანას კარი აქვს გარკვეული მიზეზის გამო. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ რამდენადაც ახლოს უნდა იყოთ ერთმანეთთან, პარტნიორის თვალწინ შხაპის მიღება, ან ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უარყოფითად მოქმედებს. გარკვეულწილად მაინც არსებობს დაძაბულობა და უხერხული მომენტი. ერთგვარად თავისუფალ და პირად სივრცეს ვუზღუდავთ ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებლად დავიტოვოთ პირადი სივრცე, სადაც საკუთარ თავთან მარტონი ვიქნებით.

რა არ უნდა გააკეთოთ საყვარელი ადამიანის თვალწინ? - ამის გამო, შესაძლოა გადაგიყვარონ



<a href="https://curiousmindmagazine.com/">https://curiousmindmagazine.com/</a>