თბილი და კომფორტული სვიტერის გარეშე ზამთრის ცივი დღეები წარმოუდგენელია. ამ სეზონზე დიზაინერების არჩევანი ფერადი სამოსია. მათი განმარტებით, ზამთრის მოწყენილი დღეების გაფერადებას მხიარული ფერების სამოსით უნდა შევეცადოთ.

ვნახოთ სეზონის ექვსი, ყველაზე ტრენდული სტილი:

1. მართალია, ეს სვიტერი არ არის, მაგრამ რადგანაც სეზონის მთავარი ტენდენციაა ჩვენს სიაში მოხვდა - ეს ვარდისფერი ნაქსოვი ჟაკეტი ზამთრის ნაცრისფერ დღეებს გაგიფერადებთ. ის მოგიტანთ კომფორტისა და სიმყუდროვის განცდას.

2. ყვითელი, თბილი სვიტერი - ის იდეალურია ღია ფერის ჯინსთან.

3. ჯინსის დეტალებით გაფორმებული ღია ყვითელი ფერის სვიტერი - ჯინსის დეტალებით გაფორმებული სამოსი ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.

4. დიდი ზომის ცისფერი სვიტერი, ასევე დიდი ზომის საყელოთი - კიდევ ერთი ტრენდული სამოსი.

5. სვიტერი კლასიკურ სტილში - ეს სტილი თქვენს ვიზუალს ჰაეროვან და რომანტიკულ ელფერს მისცემს.

6. იისფერი, მოკლე სვიტერი - ასეთი სტილის სვიტერი მაღალწელიან სამოსთან უნდა ჩაიცვათ. თქვენი ვიზუალი სექსუალური და ტრენდული იქნება.