ჰოროსკოპი

ყველაზე უკარება ქალების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით - გაიგეთ, რომელ ადგილზე ხართ

ყველაზე უკარება ქალების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით - გაიგეთ, რომელ ადგილზე ხართ

მე-12 ადგილი - მშვილდოსანი

საპატიო მე-12 ადგილი მშვილდოსანს ერგო, მისი დაპყრობა სულაც არ არის საჭირო. ქალი-მშვილდოსანი ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს: „სექსი - ეს არ არის საბაბი ქორწინებისთვის“. როგორც წესი, მშვილდოსანთან სექსის შემდეგ მამაკაცებს, სურვილი უჩნდებათ ადგნენ ლოგინიდან და გაიქცნენ უახლოეს საიუველირო მაღაზიაში საქორწინო ბეჭდის საყიდლად. დაიყოლიო ქალი-მშვილდოსანი სერიოზულ ურთიერთობებზე ნამდვილი გმირობაა.

მე-11 ადგილი - ვერძი

ვერძებს აღიზიანებთ მამაკაცების მცდელობა დაიპყრონ ქალი თაიგულებით, ძვირფასი რესტორნებითა და ა.შ. ასე რომ ვერძებს დაპყრობა არ სჭირდებათ. ვერძს ურჩევნია თავად დაიპყროს. ამ შემთხვევაში უნდა დანებდე, ან თავს უშველო.

მე-10 ადგილი - ქალწული

იმისათვის რომ ქალწულის გული დაიპყრო, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა შეესაბამებოდე მის მოთხოვნილებებს. თუ გაგიმართლათ - ქალწული ყველაფერს თავად გააკეთებს, თუ არა - გულწრფელად და პატიოსნად მოგიშორებენ, სანამ რაიმეს იმოქმედებ.

მე-9 ადგილი - მორიელი

ყველას რატომღაც ჰგონია, რომ ქალი-მორიელის დაპყრობა რთული ამოცანაა, სინამდვილეში კი ამის გაკეთება ელემენტარულია. მთავარია გქონდეს გამბედაობა, ტვინი და გული. გამბედაობა საჭიროა, რომ საერთოდ შეძლო მორიელთან მიახლოება, ტვინი - იმისათვის რომ მაშინვე არ დაგამარცხოს მოქნეული კუდით, გულს კი შემდგომ „შეწვავს“ და გემრიელად მიირთმევს.

მე-8 ადგილი - კირჩხიბი

კითხვა „როგორ დაიპყრო ქალი-კირჩხიბი?“ - ყველაზე სულელურია. უბრალოდ, ცოლად უნდა მოიყვანოთ. გაცილებით რთულია მეორე კითხვა: როგორ მოიცილო თავიდან ის, თუ ამის საჭიროება დადგა? თითქოს მარტივია, გაცილდი და მორჩა, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს ისე, რომ მისი მარწუხებიდან გათავისუფლდე, მეცნიერებისთვის უცნობია.

მე-7 ადგილი - კურო

ჩაიწერეთ რეცეპტი: იმისათვის რომ დაიპყროთ ქალი-კურო, უნდა იყოთ მხიარული და ცხოვრობდეთ ლაღად. იყოთ ისეთი, რომელთანაც კურო არასოდეს მოიწყენს. რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია ისაუბროს და ყველაფერს გაიგებს. მარტივია და არ არის საჭირო თავის მოკატუნება, რომ რაღაცას წარმოადგენ, მაგრამ იმის საშუალება უნდა გქონდეს, რომ კარატიანი პლატინის ბეჭედი უყიდო.

მე-6 ადგილი - ლომი

საპატიო ცენტრალური ადგილი ჰოროსკოპში და ძალიან მარტივი რეცეპტი დამპყრობლებისთვის. უბრალოდ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, უფრო სწორად, უზარმაზარი ყურადღება. და არ დაგავიწყდეთ, რომ ლომებს ძალიან უყვართ ძვირფასი საჩუქრები.

მე-5 ადგილი - სასწორი

თუ არ გაგაჩნიათ საბაზო თვისებები: კარგი განათლება, აღზრდა, გარეგნობა, სილამაზის გრძნობა, არ ხართ ნაკითხი - ძალიან მცირე შანსი გაქვთ დაიპყროთ ქალი-სასწორი. თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. შეგიძლია დადგე მისი აივნის ქვეშ და დაელოდო, როდის გადაწყვეტს, სჭირდება მას ეს თუ არა.

მე-4 ადგილი - ტყუპები

ქარაფშუტა და მსუბუქი ტყუპები თითქმის მიუახლოვდნენ ლიდერთა სამეულს. იმიტომ რომ ტყუპების დაპყრობა არც ისეთი იოლია: ისინი მზად არიან ურთიერთობებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აინტერესებთ. იმისათვის კი, რომ ქალი-ტყუპებისთვის საინტერესო იყოთ, მუდმივად უნდა გაგაჩნდეთ ახალი ინფორმაცია და შეგეძლოთ მიაწოდოთ მას ლანგარით სარკაზმთან, ცინიზმსა და შავ იუმორთან ერთად.

მე-3 ადგილი - მერწყული

მერწყულს გულწრფელად მოსწონხართ თქვენც, თქვენი მორიდებული მცდელობაც და სულელური საჩუქრებიც. ის ნამდვილად დიდი სიამოვნებით მოვა პაემანზე - გამოგყვებათ კინოში, რესტორანში. მაგრამ მას ასევე გულწრფელად არ უნდა შენთან სექსი.

მე-2 ადგილი - თხის რქა

ქალი - თხის რქის დაპყრობა არც ისეთი იოლია. საქმე იმაშია, რომ თხის რქას არ სჭირდება წარმავალი რომანები. მას სჭირდება სერიოზული ურთიერთობები, რომელთა მიზანია - „იცხოვრეს დიდხანს და ბედნიერად და გარდაიცვალნენ ერთ დღეს“. მაგრამ თავდაპირველად მას სურს იცხოვროს დიდხანს და ბედნიერად თავისთვის.

1-ლი ადგილი - თევზები

პირველი ადგილი ერგო თევზებს, რომლებიც ძალიან ცივები და ჩაფიქრებულები არიან. ჩაფლულები არიან საკუთარ თავში და თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნიან. ამიტომ მათი დაპყრობა განსაკუთრებულად რთულია. ის უბრალოდ ჩასაფრებულია და თუ დააპირე მასთან მიახლოება, ან მაშინვე „შეგჭამს“, ან ჯერ გაწვალებს. იმიტომ რომ დამპყრობლებთან თამაში, როგორც კატა-თაგვობანა, - მისი საყვარელი საქმიანობაა.