პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ ახალგაზრდულ, როკ-ენ-როლის განწყობით გაჯერებულ Zadig & Voltaire-ის ახალ სუნამოს — Girls Can Do Anything-ს გვთავაზობს.
ბრენდის განაცხადს — „გოგონებს ყველაფერი შეუძლიათ“ (Girls Can Do Anything) 2017 წელს, Zadig & Voltaire-ის ჩვენებაზე ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მოდის სახლმა კოლექციის კონფეცია დააანონსა და ფემინიზმის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი. (კოლექციის დასათვალიერებლად გადადით აქ)
შეგახსენებთ, რომ ფრანგული მოდის სახლი Zadig & Voltaire-ი 1997 წელს ტეღ ჟილიომ დააარსა, ბრენდის სახელწოდების იდეა მას საყვარელი ფრანგი მწერლის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის — ვოლტერის ნაშრომ Zadig ou la Destinee-ის წაკითხვისას დაებადა.
2003 წლიდან მოდის სახლის შემოქმედებით გუნდს ჟილიოს მეუღლე — სესილია ბონსტრომი შეუერთდა. ფრანგულ-შვედური დუეტი ჯინსის და ტყავის ლუქს-კლასის პროდუქციას გვთავაზობს, ბრენდის საკულტო ხელწერა კი ბოჰემური, ახალგაზრდული, თანამედროვე ადამიანებისთვის განკუთვნილი „ახალი კლასიკაა“.
Zadig & Voltaire-ის ახალი არომატი ტრადიციულად მკვეთრი, ამავდროულად დახვეწილი და რომანტიკული ხასიათისაა. მოდის სახლის წარმომადგენლების განცხადებით, სუნამო ქალურობის ახალ, თავისუფალ და გამორჩეულად გაბედულ სტილს ამკვიდრებს.
Zadig & Voltaire-ის არომატზე კვლავ პარფიუმერმა კვენტინ ბიშმა იმუშავა: „ქალი, რომელიც Girls Can Do Anything-ს იპკურებს, მარად ახალგაზრდა, კომუნიკაბელური, ელეგანტური და თანამედროვეა… ის თამამად ირგებს ბაიკერის ქურთუკს აბრეშუმის კაბაზე. ჩემი მუზა სწორედ ამ ქალბატონის განუმეურებელი სტილია — მამაკაცური გავლენით და საოცრად ქალური დასასრულით წარმოდგენილი სურნელი,“ — აცხადებს ბიში.
Girls Can Do Anything-ის კონცეფციის გაცნობის შემდეგ არ გაგიკვირდებათ თუ აღვნიშნავთ, რომ სითხე დიდი რაოდენობით აფროდოზიაკს — ამბროქსანს შეიცავს. მსხლის ნაზ, ქალურ სურნელს ტონკას მარცვლების და ვანილის რომანტიკული არომატები აძლიერებს. არომატში მუხის ხავსისა და ვარდის აკორდებიც იკითხება, ბერგამოტის, ფორთოხლის ყვავილის და სანდალის ნოტებთან ერთად.
„პირველი ქალური ფუჟერი“ — ასე ახასიათებენ მოდის სახლის წარმომადგენლები სუნამოს ხასიათს: Fougère ფრანგულად სუნამოს იმ ოჯახს აღნიშნავს, რომელშიც ციტრუსოვანი, ხის და მცენარეული ელემენტები იკითხება.
სუნამოს ფლაკონს ენერგიის სიმბოლოს — წყლის ბოთლის ფორმა აქვს, თავსახური კი ვინტაჟური მანქანის აქსესუარს ასახავს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები გვიამბობენ, მისი ერთი მიპკურებაც კი საკმარისია, ქალური ენერგიის მოზღვავებისა და გარშემომყოფების ცდუნებისთვის.
თემები: ტრენდი, კოსმეტიკა, სუნამო, Zadig & Voltaire, ისი-პარის ახალი არომატი, Girls Can Do Anything
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია