მადონას, ჯორჯ მაიკლის, Spice Girls-ის და 90-იანების კაშკაშა ვარსკვლავების სასცენო კოსტიუმების სილუეტები თანამედროვე ინტერპრეტაციით; დისნეის ანიმაციების საკულტო პერსონაჟები მაისურებზე, სვიტრებსა და კაბებზე; MOSCHINO-ს უზარმაზარი ლოგოები; კომიკური აქსესუარები და ცხოველების ტანსაცმელი, რომლებზეც არც მეტი, არც ნაკლები — MOSCHINO-ს შემოქმედებითმა დირექტორმა ჯერემი სკოტმა იმუშავა, 3 ნოემბერს H&M-ის მაღაზიის ვიტრინებში გამოიფინა.

ამ დღეს განსაკუთრებული სტუმრები MOSCHINO [tv] H&M-ის დახურულ პრეზენტაციასა და ექსკლუზიურ შოპინგზე მიიწვიეს. H&M-ის მაღაზიის ინტერიერიც და ექსტერიერიც სპეციალური საღამოსთვის MOSCHINO-ს საოცრებათა სამყაროდ გარდაიქმნა: მაღაზიის წინ სტუმრებს გიგანტური, ფერადოვანი პოდიუმი დაახვედრეს, იმავე ტონალობის პრეს-ბანერთად ერთად; MOSCHINO [tv] H&M-ის კოლექციაში გამოწყობილი დიჯეი 90-იანების ჰიტებს უკრავდა; ვინტაჟური ტელევიზორების ეკრანებზე კი ამ ჰიტების ვიდეოკლიპებიდან ამოღებული ფრაგმენტები ციმციმებდა.

მაღაზიის ინტერიერის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილში MOSCHINO [tv] H&M-ის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და აქსესუარები იყო გამოფენილი, ცხოველების სამოსსა და აქსესუარებთან ერთად; ნეონის ფერებში გადაწყვეტილი ბარის გარშემო კი სტუმრებს ფერადი კოქტეილებით და MOSCHINO-ს ლოგოსფერი ბრჭყვიალა ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.

კახაბერი, სტეფანე, ნინო ცქიტიშვილი, ეკო ფანგანი, თეა აგლაძე, დალი ჩიტალაძე, ნინო იოსელიანი, ანუკი არეშიძე, ხატია შამუგია, ბახვა ბრეგვაძე, ნინო ნოდია და სხვა ქართველი მოდის მოყვარულები საქართველოში პირველები იყვნენ, ვინც MOSCHINO [tv] H&M-ის ქუჩის ენერგიით და პოპკულტურით შთაგონებული, გლამურული და ამავდროულად საოცრად მხიარული კოლექციის სამოსი შეიძინეს.

ჯერემი სკოტმა სპეციალურად H&M-ისთვის შექმნილ კოლექციაში MOSCHINO-ს ყველა საკულტო სიმბოლო გააერთიანა: ჰიპ-ჰოპის ელემენტები, ლაკის და მბრწყინავი ფაქტურის ქსოვილები, მეტალის ლოგოები, ფერადი პრინტები.

„ვეცადე, გულშემატკივრებისთვის MOSCHINO-ს ყველაზე დიდი კოლექცია მეჩუქებინა, რომლის თითოეული მოდელი დადებითი განწყობითა და იუმორითაა გაჯერებული. MOSCHINO [TV] H&M-ის კოლექციაში ყველა ის კომპონენტი გავაერთიანე, რომელსაც ჩემგან ელოდნენ,“ — განაცხადა ჯერემი სკოტმა.

MOSCHINO [tv] H&M-ის კოლექციის შეძენა მხოლოდ 8 ნოემბერს, H&M-ის მაღაზიაში შეგეძლებათ.

სანამ 8 ნოემბერი დადგება, შეგიძლია MOSCHINO [tv] H&M-ის კოლექციის ნიუ-იორკული ჩვენება ნახო ყველაზე ძვირადღირებული ტოპ-მოდელების მონაწილეობით: