ვნახოთ ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვის უყვარს და ვის არა ცხოველებზე ზრუნვა.

1. კურო - ამ თვალსაზრისით პირველ ადგილს კურო იკავებს. მას ძალიან უყვარს ცხოველებზე ზრუნვა და ეს პროცესი აბედნიერებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების დიდი ნაწილის სახლებში ძაღლებისა და ფისოების სიმრავლეა. მათ ხშირად მოჰყავთ ცხოველები თავშესაფრიდანაც და მათზე ზრუნავენ.

2. ვერძი - ვერძსაც უყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საყვარელ ცხოველებზე ზრუნვაში დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. მათთან თამაში კი, აბედნიერებთ.

3. კირჩხიბი - ემოციურმა კირჩხიბმა შეიძლება ქუჩიდან წაიყვანოს სახლში მიუსაფარი ცხოველი. ცხოველების გამო შეუძლია იტიროს კიდეც. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებსა და ცხოველებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული, ემოციური კავშირი ყალიბდება.

4. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თხის რქებიც ცხოველებზე მზრუნველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ ცხოველების გაწვრთნაც ეხერხებათ.

5. მორიელი - მორიელს ძალიან უყვარს საყვარელი ცხოველი, მაგრამ თუ ხედავს, რომ ის პრობლემებს უქმნის, ვერ აიტანს. შესაძლოა, ძაღლმა საყვარელი მაისური დაუგლიჯოს, ამის გამო მორიელი მასზე ზრუნვას თავს დაანებებს და შესაძლოა, თავშესაფარშიც ჩააბაროს.

6. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცხოველებს ოჯახის წევრებივით ექცევიან და ყველაფერს აკეთებენ მათთვის, მაგრამ ზოგჯერ ეს პროცესი ბეზრდებათ და არის შემთხვევები, როცა უყურადღებოდ ტოვებენ. სწორედ ამიტომ, ლომებს ასტროლოგები მეექვსე ადგილს ანიჭებენ.

7. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებზე ცხოველებსდამაშვიდებელი ეფექი აქვთ. ცხოველებთან თამაში ტყუპების ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მათზე ზრუნვა ეზარებათ.

8. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები, როგორც წესი, გამორჩეულად საქმიანები არიან და მათი დღის განრიგი თითქმის ყოველთვის იმდენად გადატვირთულია, რომ ცხოველებზე ზრუნვისთვის დრო აღარ რჩებათ. ვერ ვიტყვით, რომ არ უყვართ ცხოველები, თუმცა სასწორისთვის სხვა საკითხებია პრიორიტეტულია.

9. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეგობრულები არიან, მაგრამ ცხოველებთან მეგობრობა დიდად არ გამოსდით. მათ ურჩევნიათ სხვის ცხოველებს მიეფერონ - სახლში კი, მათზე ზრუნვის გამოჩენა არ მოსწონთ.

10. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის სისუფთავე ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც მათ არ შეუძლიათ სახლში ცხოველი ჰყავდეთ. რთული წარმოსადგენია სახლში გყავდეს ძაღლი და მან არაფერი გააფუჭოს, ან აგინგრიოს. ქალწული კი ამას ვერ ეგუება.

11. თევზები - ზოგადად ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უჭირთ კომუნიკაცია, არ სჩვევიათ გრძნობების გამოხატვა, რაც ცხოველებთან ურთიერთობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც დიდად ვერ ეგუებიან სახლში ცხოველებს.

12. მშვილდოსანი - ბოლო ადგილს მშვილდოსნები იკავებენ. ასტროლოგების განმარტებით, როცა ცხოველი გყავს ეს დამატებით პასუხისმგებლობაა, მშვილდოსნები კი ამქყვენად ყველაზე უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. მშვილდს შეიძლება დაავიწყდეს, რომ სახლში ძაღლი ჰყავს და მარტო დატოვოს ერთი კვირით.