LIFE

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადამიანებს მუდმივად დაძაბულ რეჟიმში გვამყოფებს და ამიტომ სტრესი და შფოთვა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება. განსაკუთრებით წარმატებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სტრესის დამარცხება.

ვნახოთ როგორ უმკლავდებიან დაძაბულ ცხოვრებასა და სტრესს მილიონერები. 11 მეთოდი:

1. დაეხმარეთ სხვებს - რიჩარდ ბრენსონი ამბობს, რომ სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა სხვებისთვის დახმარების გაწევა. როცა ადამიანებს ვეხმარებით, რაღაც კარგ, კეთილ საქმეს ვაკეთებთ ამით ვბედნიერდებით. „თუ გსურთ იყოთ ბედნიერები და სტრესი დაძლიოთ, იფიქრეთ მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება და გაუწოდეთ დახმარების ხელი. „ჰკითხე საკუთარ, თავს რისი გაკეთება შეგიძლია იმისთვის, რომ ვიღაცის ყოველდღიურობა უკეთესი გახადო“, - ამბობს ბიზნესმენი.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

2. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით - Twitter-ის თანადამფუძნებელს, ჯეკ დორსის სჯერა, რომ სტრესის მთავარი წყარო არასასიამოვნო სიურპრიზებია. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილითა და ყურადღებით შეადგინოთ სამუშაო გეგმა და ეცადოთ მიჰყვეთ მას რამდენადაც შესაძლებელია.

შედეგად იქნებით უფრო პროდუქტიულები, საქმეს მარტივად გააკეთებთ და სტრესსაც გაუმკლავდებით. „თუ გეგმას, განრიგს შეადგენ და ზედმიწევნით კარგად მიჰყვები მას, ნაკლებად მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრესი არ შეგაწუხებს“, - ამბობს ჯეკ დორსი. 

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

3. აკეთე საყვარელი საქმე - Google-ის თანადამფუძნებლის, სერჟი ბრინის თქმით, სტრესის დამარცხებაში მას ის ფაქტი ეხმარება, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს. სტრესს ვერ გაუმკლავდებით, თუ აკეთებთ იმ საქმეს, რომელიც არ გიყვართ, უფრო მეტიც, გეზიზღებათ. „საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ვარ თუ არა. მე ბედნიერი ვარ, რადგანაც სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმით და სწორედ ეს არის მთავარი სიმდიდრე“, - ამბობს ბრინი. 

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

4. არ უგულებელყოთ პრობლემები - „ამაზონის“ დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს სჯერა, რომ არ შეიძლება პრობლემების უგულებელყოფა. რეალურად, ასეთი ქმედებით უფრო დიდ პრობლემებამდე მივდივართ, რაც სტრესის წყარო ხდება. საჭიროა პრობლემების მოსაგვარებლად მოქმედებების დროულად დაწყება.

„სტრესი არის შედეგი იმისა, რომ არ ვიწყებთ დროულად მოქმედებებს, მაშინ როცა სიტუაციის გაკონტროლება ჯერ კიდევ შეგვიძლია. ადამიანების დიდი ნაწილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას მაშინ იწყებს, როცა სიტუაციის მართვა უკვე შეუძლებელია“, - ამბობს ჯეფ ბეზოსი.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

5. ეცადეთ, იყოთ კონცენტრირებული - Apple-ის ხელმძღვანელის, ტიმ ქუქის აზრით, თუ გსურთ, რომ სტრესს თავი აარიდოთ, ამისთვის საქმეზე მაქსიმალური კონცენტრაცია გჭირდებათ. „სტივ ჯობსისგან ვისწავლე, რომ მენეჯმენტში მთავარი კონცენტრაციაა. საჭიროა, რომ მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ საქმეზე. ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება და სტრესსაც თავს ავარიდებთ“, - ამბობს ტიმ ქუქი.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

6. გაატარეთ უფრო მეტი დრო ოჯახის წევრებთან ერთად - Susan Wojitsky, ამერიკელი მიზნესმენი და Youtube-ის ხელმძღვანელია, რომელიც ფიქრობს, რომ სტრესის დასამარცხებლად მთავარი იარაღი საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებაა. ის ამბობს, რომ ოჯახის წვრებთან კომუნიკაცია, მათი აზრების მოსმენა სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

7. საყვარელ ადამიანებთან ყოფნა - დევიდ კიმი კიდევ ერთი ბიზნესმენია, რომელიც ეთანხმება სიუზანს და ამბობს, რომ უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან ერთად სტრესის დაძლევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

8. ისწავლეთ, რომ ბედნიერება დეტალებშია - ბილ გეითსი ცდილობს ცხოვრებაში პატარ-პატარა რაღაცებით მიიღოს ბედნიერება და მისთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. დღის განმავლობაში ერთი საათის განმავლობაში მაინც კითხულობს წიგნს და ამბობს, რომ ეს სტრესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური მეთოდია.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

9. მედიტაცია - სტივ ჯობსი მიიჩნევდა, რომ სტრესის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება მედიტაციაა. მედიტაცია გვეხმარებაგანტვირთვაში, ამ დროს პრობლემებს უფრო მკაფიოდ ვხედავთ და კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ მათი მოგვარების გზებს, ყოველივე კი სტრესის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

10. კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მოსწყდეთ სამსახურს - ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ამბობს, რომ მას სტრესის დამარცხებაში კვირა დღე ეხმარება. ეს არის დღე, როცა სამსახურზე არ ფიქრობს და ცდილობს, რაიმე სხვა და განსხვავებული აქტივობით დაკავდეს. ოპრა გვირჩევს, რომ აუცილებლად დავისვენოთ კვირაში ერთი დღე მაინც, მივიღოთ ცხელი აბაზანა, წავიკითხოთ საინტერესო წიგნი, ან ვისეირნოთ.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

11. დაისვენეთ სიჩუმეში და ნუ დახარჯავთ დროს იმ აქტივობებში, რომლებიც არ გჭირდებათ - „ფეისბუქის“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს სჯერა, რომ ადამიანები დიდ დროს კარგავენ იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაიცვან. მან მთელი გარდერობი ერთნაირი ტანსაცმლით გაავსო და ყოველთვის ერთნაირად აცვია.

როგორ უმკლავდებიან მილიონერები სტრესს - 11 მეთოდი

„მე აღარ ვკარგავ სამოსზე ფიქრით დროს და ამით ნერვებსაც ვუფრთხილდები“, - ამბობს მარკი. მარკს უყვარს დროის მარტო გატარება სრულ სიჩუმესა და სიწყნარეში და ამბობს, რომ ეს განტვირთვისა და სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>