ბრაზილიური სერიალების ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალები - ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ისინი
- 04.08.2020
„ოჯახური ურთიერთობები“, „ბაბილონის კოშკი“, „ტროპიკელი ქალი“ და „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“ - გახსოვთ ლამაზმანები, რომლებმაც ამ სერიალებში მთავარი გმირები ითამაშეს. ბევრი მათგანი ძალიან შეიცვალა პოპულარობის შემდეგ.
1. მარია ფერნანდა კანდიდუ, 44 წლის
სამშობლოში მსახიობს „ბრაზილიერ სოფი ლორენს“ უწოდებენ. ეს „ტიტული“ მის შემდეგ მოირგო, რაც მსახიობმა იტალიელი ქალის როლი სერიალებში „სიყვარულის მიწა“ და „სიყვარულის მიწა, იმედის მიწა“ ითამაშა. 2005 წელს მსახიობი ფრანგ ბიზნესმენზე პეტრიტო სპეჰიროზე გათხოვდა, როლისგანაც ორი ვაჟი ეყოლა.
2. ჟულიანა პაესი, 39 წლის
ჟულიანა - ტელეწამყვანი, მსახიობი და მოდელია, რომელსაც ურევია არაბული, აფრიკული და ინდური სისხლი. ბავშვობა ჟულიანამ ფაველში - რიო-ბონიტოს ღარიბულ კვარტალში გაატარა. პაესმა ისეთ სერიალებში, როგორიცაა „ოჯახური ურთიერთობები“, „კლონი“, „ფავორიტი ქალი“ და „ინდოეთის გზები“ ითამაშა. ბოლო სერიალში გადაღების შემდეგ მსახიობი ისე გაიტაცა იოგამ და ინდურმა ცეკვებმა რომ საქონლის ხორცს აღარ ჭამს.
3. ჯოვანა ანტონელი, 42 წლის
ის თანამედროვე ბრაზილიის ყველაზე სახელოვანი და პოპულარული მსახიობია. პოპულარობა ისეთმა სერიალებმა მოუტანეს, როგორიც არის „ტროპიკელი ქალი“, „კლონი“, „ოჯახური ურთიერთობები“, „შვიდი ცოდვა“. 2005 წელს მსახიობმა სერიალ „კლონში“ მისი პარტნიორისგან მურილუ ბენისიოსგან გააჩინა ვაჟიშვილი. მსახიობები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, როგორც კი პატარა გაჩნდა, თუმცა შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი განქორწინების პროცესი. ახლა ლამაზმანი რეჟისორ ლეონარდო ნოგეირასთან ცხოვრობს, რომლისგანაც ორი ქალიშვილი გააჩინა.
4. ლეტისია საბატელა, 47 წლის
საბატელამ სერიალებში „ბაბილონის კოშკი“, „კლონი“, „აკრძალული სურვილი“, „ინდოეთის გზები“ ითამაშა. 1993 წელს მსახიობს ქალიშვილი მსახიობ ანჯელო ანტონისგან ეყოლა. 2013 წლის ბოლოს კი ლეტისია მსახიობ ფერნანდუ ალვის პინტუზე დაქორწინდა. ლეტისია ბევრ დროს უთმობს საკუთარ სულიერ განვითარებას: მსახიობი - ვეგეტარიანელია, სწავლობს სახარებასა და ყურანს, გატაცებულია იოგით, მონაწილეობს ქველმოქმედებაში.
5. კამილა პიტანგა, 41 წლის
კამილას ფილმოგრაფიაშია სერიალები - „ახალი მსხვერპლი“, „ქალები სიყვარულში“, „ბელისიმა“, „დიდი ოჯახი“. კამილა L’Oréal-ის სახეა და მსახიობი ასევე აქტიურად იბრძვის ბრაზილიაში შავკანიანი მოსახლეობის უფლებებისთვის. მსახიობი ზრდის 10 წლის ქალიშვილს, რომელიც ყოფილი ქმრისგან, მხატვარ კლაუდიუ ამარალა პეიშოტუსგან შეეძინა.
6. გრაცი მასაფერა, 36 წლის
2004 წელს გრაციმ სილამაზის კონკურსზე „მის Brasil Internacional“ გაიმარჯვა, ორი წლის შემდეგ კი გოგონას დებიუტი ჰქონდა სერიალში „დიდი - განძის მაძიებელი“. პირველი მთავარი როლი მასაფერამ მიიღო 2008 წელს სერიალში „ჩინური ბიზნესი“. თავის სამშობლოში გრაცი -ვარსკვლავია, ინსტაგრამზე მას 10 მილიონი გამომწერი ჰყავს.
7. ვერა ფიშერი, 66 წლის
ფიშერის როლი განუმეორებელია სერიალში „კლონი“. ის 2000 წელს ნარკოდამოკიდებულებისგან განიკურნა და რეაბილიტაციის პერიოდში ჩამორთმეული ჰქონდა დედობის უფლება.
8. გლორია პირესი, 55 წლის
„ტროპიკელი ქალის“ ვარსკვლავმა სერიალში დები-ტყუპების რუტისა და რაკელის როლი ითამაშა, და ამ ნამუშევარმა გახადა მსახიობი ცნობილი. საინტერესოა, რომ პირესს უნდოდა უარი ეთქვა გადაღებებზე - წინადადების მიღებისას მსახიობი ახალი ნამშობიარები იყო. მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს - სამი ქალიშვილი და ვაჟი. გლორიას უფროსი ქალიშვილი - 35 წლის კლეო პირესიც - მსახიობია.
თემები: ვარსკვლავები და ასაკი, ბრაზილია, სერიალი, მსახიობები, სერიალები ქალებზე
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია