სტილი

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

ძალიან ძნელია, როცა ცივი ამინდების გამო გარკვეულ კომპრომისზე გვიწევს წასვლა და ზოგჯერ იძულებულები ვართ, რომ უარი ვთქვათ საყვარელ სამოსზე, საყვარელ ფეხსაცმელებზე.

ვნახოთ 2018 წლის თოვლიან ამინდებში როგორი ფეხსაცმელების ჩაცმას გვთავაზობენ დიზაინერები. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ფეხსაცმელები ტრენდულია, თბილი და ამავდროულად, თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

1. ზამთრის თეთრი ფეხსაცმელი შავი თასმებით და საშუალო ზომის ყელით Sorel-სგან - ზამთრის ფეხსაცმელების უმეტესობა მძიმე და მოუხერხებელია, თუმცა ეს ფეხსაცმელი გამონაკლისია. ის იმდენად კომფორტულია, რომ შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ და დარწმუნებულები იყოთ, რომ ფეხი არ დაგეღლებათ და არ შეწუხდებით. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

2. თეთრი დეტალით გაფორმებული ზამთრის შავფეხსაცმელს მარკ ფიშერი გვთავაზობს - არ აქვს მნიშვნელობა გარეთ თოვლი იქნებათუ არა, ზამთრის სეზონისთვის ის თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი გახდება და მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

3. თოვლში ჩასაცმელი კლასიკური ფეხსაცმელი, რომელსაც Sorel-ის მოდის სახლი გვთავაზობს - თუ ზამთრის კურორტზე წასვლას აპირებთ და გინდათ, რომ მაქსიმალურად დაცულები იყოთ სიცივისგან, ამაზე უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს ვერ ნახავთ. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

4. ბეწვით გაფორმებული წყალგაუმტარი ფეხსაცმელი Cougar-ისგან - გარდა იმისა, რომ ეს კომფორტული ფეხსაცმელია, ამავდროულად, ვიზუალს უფრო მომხიბვლელს ხდის და ძალიან ლამაზია შავ ჯინსის, ან ტყავის ტანზე კარგად მომდგარ შარვალთან.

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

5. ე.წ. მაკასინები, რომლის მწარმოებელიც Tory Sport გახლავთ - მხიარული გოგონებისთვის ეს ზამთარში ყველაზე საყვარელი ფეხსაცმელი იქნება. ის ვიზუალს უფრო მეტ ფერს ჰმატებს, ძალიან კომფორტულია და მაქსიმალურად დაცული იქნებით ყინულზე ფეხის დაცურებისგან. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

6. Ganni ტრენდულ, თანამედროვე გოგონებს ამ ფერად ფეხსაცმელს სთავაზობს თოვლიანი დღეებისთვის - ფეხსაცმელი ძვირადდღირებულია და მისი ფასი 475 დოლარია, თუმცა როგორც ამბობენ, კარგ ფეხსაცმელში გადახდილი თანხა, არასოდესაა გადაყრილი ფული. მოდის კრიტიკოსები ფოტოზე აღბეჭდილი დიზიანის ფეხსაცმელს 2018 წლის სეზონზე ყველაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ელოდებიან, რომ გოგონების დიდი ნაწილი სწორედ ამ სტილის ფეხსაცმელზე შეაჩერებს არჩევანს. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

7. Stuart Weitzman ბეწვით გაფორმებულ შავ ფეხსაცმელს გვთავაზობს - ამ თბილი და კომფორტული ფეხსაცმლის შექმნის ინსპირაციის წყარო რეტროს სტილი გახდა. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

8. წყალგამძლე ფეხსაცმელი - თინეიჯერული სტილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასაკის ქალმა შეიძლება მოირგოს. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

9. ამ ორიგინალური დიზაინის ფეხსაცმელს „ფენდი“ გვთავაზობს - დიზაინერებმა ზამთრის ეს ფეხსაცმელი რამდენიმე სტილის კომბინაციის შედეგად შექმნეს. ფეხსაცმელი 650 დოლარი ღირს.

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

10. Moncler-ის ზამთრის ფეხსაცმელი - ეს ნეიტრალური ფერების ფეხსაცმელი 994 დოლარი ღირს, თუმცა შეგიძლიათ ჩაიცვათ ამინდის რთულ პირობებში და როგორც მწარმოებლები ამბობენ, ის არასოდეს დაგეხევათ.

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

11. ზამთრის ფეხსაცმელი ე.წ. აგების სტილში - თბილი და კომფორტული გადაწყვეტილება. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ

12. Jimmy Choo - ეს ფეხსაცმელი ჩვენს სიაში ყველაზე ძვირადღირებული. ის 1 795 დოლარი ღირს. ფეხსაცმელს აქვს ტემპერატურის კონტროლის ფუნქცია. თუ ზამთრის ამინდში ისე მოხდა, რომ მოულოდნელად ტემპერატურამ აიწია და დათბა, მშვიდად იყავით, არ შეწუხდებით, ხოლო ყინვაში მაქსიმალურად თბილად იქნებით. ფეხსაცმლის ტემპერატურის გაკონტროლებას შეძლებთ სმარტფონში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციით, რომელიც ფეხსაცმელს უკავშირდება. 

12 ტრენდული ფეხსაცმელი, რომლებიც ზამთრის თოვლიან დღეებში უნდა ჩაიცვათ



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>