LIFE

რატომ არ გთავაზობთ საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას? - ფსიქოლოგების განმარტება

რატომ არ გთავაზობთ საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას? - ფსიქოლოგების განმარტება

შესაძლოა, წლებია რომანტიკულ ურთიერთობაში ხართ, გყავთ საყვარელი მამაკაცი და გრძნობთ, რომ მზად ხართ მის გვერდით გაატაროთ მთელი ცხოვრება. გრძნობთ, რომ გინდათ მასზე იქორწინოთ, თუმცა პარტნიორი არ ჩქარობს და არ გთავაზობთ დაქორწინებას.

ამის გამო ბევრი ქალი იმედგაცრუებულია, დაუცველობის განცდა სტანჯავს და აწუხებს ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა შეყვარებულს არ უყვარს, რომ მისი მიტოვება სურს. ცდილობენ იპოვონ მიზეზები იმისა, თუ რატომ არ სურს მამაკაცს ქორწინება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხშირად არის შემთხვევები, როცა მამაკაცები გაუბედავები არიან, ეშინიათ დაქორწინების და დიახ, ეშინიათ თქვენი პასუხისაც, ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების.

რეალურად ის ქორწინების შესახებ შემოთავაზებას იმიტომ კი არ აგვიანებს, რომ აღარ უყვარხართ, არამედ იმიტომ რომ ეშინია და პასუხისმგებლობას გაურბის.

რატომ არ გთავაზობთ საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას? - ფსიქოლოგების განმარტება

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარკვეულწილად ქალები არიან დამნაშავეები იმაში, რომ მამაკაცს დაქორწინების ეშინია. საყვარელი ქალი მას ისე უხატავს ქორწინებას, ან ურთიერთობის დროს ისე იქცევა, რომ სამომავლო პრობლემებს აჩვენებს, აჩვენებს იმ სირთულეებს, რაც თანაცხოვრებას შეიძლება მოჰყვეს და ამიტომაც მამაკაცი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას.

თუ დიდი ხანია რომანტიკულ ურთიერთობაში ხართ, მაგრამ პარტნიორი ქორწინებას არ გთავაზობთ, ესაუბრეთ მას ამ საკითხზე. ნუ წარმოიდგენთ ქორწინებას ცხოვრების დასასრულად და პრობლემების კასკადად.

რა თქმა უნდა, მას სირთულეები ახლავს თან, მაგრამ ამავდროულად, საყვარელ ადამიანთან ქორწინება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ცხოვრების დასაწყისია. ისაუბრეთ ურთიერთობის განვითარებაზე, გულწრფელად ესაუბრეთ საყვარელ მამაკაცს იმ დადებით მხარეებზე, რასაც თანაცხოვრება მოგიტანთ.

რატომ არ გთავაზობთ საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას? - ფსიქოლოგების განმარტება

ფსიქოლოგების განმარტებით, მთავარი რის გამოც მამაკაცი დაქორწინებას არ გთავაზობთ, ეს ოჯახური ცხოვრების შიშია და იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მამაკაცი ამ შიშისგან, მნიშვნელოვანია ქალის როლი.

ქალებო, ნუ მიეცემით იმედგაცრუებას და უიმედობას, ნუ იქნებით გულგატეხილები, ამის დრო არ გაქვთ, უნდა იმოქმედოთ. დაფიქრდით, დიდი ალბათობით პარტნიორი ცოლობას იმიტომ არ გთავაზობთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ საკითხს მარტივად მიუდგებით და თანაცხოვრებას პარტნიორს მუქ ფერებში არ დაუხატავთ. ეცადეთ, ყოველთვის დადებითი ემოციებით იყოთ დამუხტული და აჩვენეთ, მას რომ თქვენ გვერდით ცხოვრება ნამდვილი ბედნიერება იქნება. ნუ შეუზრუდავთ პირად სივრცეს და ნუ აფიქრებინებთ, რომ თუ დაქორწინდებით, ის საკუთარ თავს დაკაგრავს. ის არ უნდა გრძნობდეს, რომ თქვენზე დაქორწინება თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს.

რატომ არ გთავაზობთ საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას? - ფსიქოლოგების განმარტება

ნუ იქნებით ეჭვიანები და ნუ გაუკონტროლებთ ყველა ნაბიჯს. გახსოვდეთ, რომ ბედნიერ ქორწინებაში წყვილები ერთმანეთს აძლევენ თავისუფლებას, პირად სივრცეს და დროს საკუთარი თავისთვის. 



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>