LIFE

7 რამ, რასაც მამაკაცი ქალისგან ფარულად ითხოვს

7 რამ, რასაც მამაკაცი ქალისგან ფარულად ითხოვს

1. ნუ განიცდი საკუთარი სხეულის ცვლილებებს

რა თქმა უნდა, უნდა უვლიდე საკუთარ თავს, გამოიყურებოდე კარგად და დაკავდე სპორტით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ქმარს უყვარხარ არა ციფრის გამო სასწორზე. შეიძლება უკვე არ გაქვს ისეთი სხეული, როგორიც გქონდა, მაგრამ შენ ქმარსაც ასე აქვს. თუ თავად გსურს რაიმეს შეცვლა - კი ბატონო. მაგრამ იცოდე, ღირსეულ მამაკაცს ნებისმიერ შემთხვევაში ეყვარები.

2. მიიღე ის, რომ მას უყვარხარ და ეყვარები

თქვენ უკვე ერთად ხართ. შენ ის გიყვარს, ხომ ასეა? მაშინ რატომ გეპარება ეჭვი მის სიყვარულში? მან ხომ ამდენ ქალში შენ აგირჩია. თუ გინდა, რომ თქვენი ურთიერთობები გაგრძელდეს, იყავი მასთან. შეწყვიტე ფოკუსირება კომპლექსებზე. მას უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.

3. ნუ გეპარება ეჭვი საკუთარ თავში

რწმენა მიმზიდველია, და შენ ქმარს უნდა დაინახოს ეს. მას უბრალოდ ყურება კი არ უნდა, როგორ მიაბიჯებ შენი ოცნებისკენ, არამედ იმის ნახვა უნდა, როგორ აღწევ მას. მისი ამოცანაა - მხარში ამოგიდგეს. და თუ შენ ეჭვი გეპარება საკუთარ თავში, ის ფიქრობს, რომ ვერ უმკლავდება საკუთარ ამოცანას.

7 რამ, რასაც მამაკაცი ქალისგან ფარულად ითხოვს

4. ნუ ადარებ საკუთარ თავს სხვა ქალებს

ეს შედარებები ყოველთვის მთავრდება ფრაზით: „მე საკმარისად კარგი არ ვარ“. იმაში ცუდი არაფერი არ არის, რომ აირჩიო მაგალითი მიბაძვისთვის. მონახე ვინმე ასეთი ავტორიტეტი და მიაღწიე სრულყოფილებას. მაგრამ ნუ ამცირებ საკუთარ ღირსებებს და იმცირებ თავს სხვა ქალების გამო.

5. ნუ ცდილობ ყველას მოეწონო

მაინც არ გამოგივა. ხელოვნება თქვა „არა“ - შესანიშნავი რამეა. მამაკაცს ეს შეუძლია, და სურს, რომ შენც ისწავლო. იმის გამო, რომ გინდა ყველას ასიამოვნო, სტრესამდემიიყვან საკუთარ თავს.ისინი, ვისაც შენ უყვარხარ, ყველაზე მეტად იმსახურებენ შენს ყურადღებას, მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ შენ - ადამიანი ხარ და საკუთარი ცხოვრება გაქვს.

6. ნუ განიცდი წვრილმანების გამო

არ არის აუცილებელი მუდმივად რაღაც აკეთო. შეიძლება უბრალოდ დაჯდე და ისიამოვნო ყავის ან ყვავილების არომატით. შენ ქმარს უნდა, რომ შენ გახსოვდეს იმის შესახებ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. და ეს სულაც არ არის ფერი, რომლითაც უნდა შეღებო საძინებელი, ან იყიდო რომელიმე არომატული ჩხირები. შეწყვიტე განცდები წვრილმანების გამო.

7 რამ, რასაც მამაკაცი ქალისგან ფარულად ითხოვს

7. ნუ იხდი ბოდიშს, როცა ტირი

თუ გქონდა მძიმე დღე, არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა ქმრის წინაშე იმის გამო, რომ არ ხარ განწყობაზე. რა თქმა უნდა, მას უნდა, რომ გხედავდეს ბედნიერს, მაგრამ იყო მოწყენილი - ნორმალურია. თქვენ ორივეს გექნებათ ასეთი დღეები, მაგრამ არ უნდა დაიდანაშაულო საკუთარი თავი ამის გამო. შენ ქმარს უნდა, რომ იცვლებოდე უკეთესობისკენ, რომ უფრო ბედნიერი იყო, პროცესში კი უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს.



<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>