მერწყული ჰაერის ნიშანია და მას ურანი განაგებს. ასტროლოგები ამბობენ, რომ 2019 წლის დასაწყისში თავს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად იგრძნობთ. გექნებათ განცდა, რომ თქვენი მსოფლხედვა, შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, დამოკიდებულებები რადიკალურად განსხვავდება თქვენი გარშემომყოფებისგან და ეს შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს.
1. თუ პირველი დეკადის მერწყული ხართ (21 იანვარი-31 იანვარი) - საქმიანი ურთიერთობები წარმატებული იქნება თქვენთვის და შემოსავალი გაიზრდება.
2. თუ მეორე დეკადის მერწყული ხართ (1 თებერვალი-10 თებერვალი) – 2019 წელს წარმატებას მოგიტანთ კოლაბორაცია ყოფილ პარტნიორებთან, ყოფილ თანამშრომლებთან. მათთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი კარიერაში წარმატებას გპირდებათ.
3. თუ მესამე დეკადის მერწყული ხართ (11 თებერვალი-19 თებერვალი) – 2019 წელს სულიერ განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ განტვირთვას, მედიტაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგიული ვერ იქნებით.
შესაძლებლობები:
განსაკუთრებით წარმატებულ შესაძლებლობებს მიიღებენ ის მერწყულები, რომლებიც ხელოვნების სფეროში არიან. მსახიობი და მუსიკოსი მერწყულებისთვის 2019 წელი სუპერწარმატებული იქნება. მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ, რაც პროფესიულად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ დაკარგოთ რეალობის აღქმა, ზოგადად, ეს გახასიათებთ მერწყულებს. მყარად იდექით მიწაზე, ნუ აჰყვებით ილუზიებს , რადგანაც რეალობა სულ სხვაგვარია.
ფინანსები:
ფინანსური თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ. შესაძლოა, გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო. გაცილებით უფრო მეტი ფული გექნებათ საფულეში, ვიდრე გასულ წელს. მთავარია, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ხელმომჭირნე და როგორ დაივიწყოთ მფლანგველობა. ასტროლოგები გირჩევენ, თუ ხედავთ, რომ რაღაც საქმეს დიდი ხანია აკეთებთ, მაგრამ ფინანსურად დიდად სარგებელს ვერ იღებთ, ახალი წლიდან შეეშვით ამ საქმეს და რაღაც ახალი სცადეთ.
სიყვარული:
თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო და შემოქმედებითი აზროვნებით გამორჩეული ადამიანები გამოჩნდებიან. მეგობრების ახალ წრეში აღმოჩნდებით და მარტოხელა მერწყულებს სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა მოგეცემათ. ვინც უკვე სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ 2019 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე შედარებით რთული პერიოდი გელოდებათ. თავს იჩენს გაუგებრობები და კონფლიქტები. თუმცა არ ინერვიულოთ, სირთულეების დაძლევას ოქტომბრის მიწურულიდან მარტივად შეძლებთ.
კარიერა:
მერწყულების უმეტესობა 2019 წელს შთაგონებული იქნება იმით, რომ დატოვოს სამსახური და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, საკუთარი კომპანია შექმნას. ასტროლოგები ამბობენ, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად საუკეთესო თვეებია მაისი, აგვისტო, სექტემბრის მიწურული და ასევე ნოემბრის ბოლო რიცხვები.
ჯანმრთელობა:
ყველაზე მეტად ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ სიჯანსაღეს, გამძლეობის შენარჩუნებას. აქციეთ ვარჯიში რუტინად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი.
თემები: ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, მერწყული, 2019წლისზოდიაქო
<a href="https://www.yearly-horoscope.org/">https://www.yearly-horoscope.org/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია