LIFE

7 წესი, რომლებიც სწრაფად შეცვლიან შენს ცხოვრებას

7 წესი, რომლებიც სწრაფად შეცვლიან შენს ცხოვრებას

1. დაუთმეთ ყურადღება თითოეულ მომენტს

აუცილებელი არ არის ყოველი შვებულება ეგზოტიკურ ქვეყანაში გაატაროთ. ჩვეული რაღაცეებიც კი ანიჭებენ ცხოვრების გემოს შეგრძნებას - მაგალითად, იგივე თამაში ბავშვებთან პატარა მდელოზე სახლის წინ. იმის მაგივრად, რომ იყუროთ მომავალში, ეცადეთ შეყოვნდეთ აწმყოზე.

2. ისწავლეთ უბრალო რაღაცებშიც დაინახოთ სილამაზე

სილამაზე - ყველაზე მნიშვნელოვანის შეგნების გასაღებია. აყვავებული ხე ბაღში, სტილურად გაფორმებული ნომერი სასტუმროში ან არაჩვეულებრივი მზის ჩასვლა გაგიხსნით ყოფის მეორე მხარეს და ამ გზით მიიღებთ კმაყოფილებას უბრალოდ იმისგან, რომ ამ პლანეტაზე ცხოვრობთ.

7 წესი, რომლებიც სწრაფად შეცვლიან შენს ცხოვრებას

3. აღიქვით ცხოვრება როგორც თამაში

ზრდასრული ადამიანისთვის ცხოვრება პასუხიმგებლობაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ოდესღაც ბავშვებიც ვიყავით. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

4. იყავით მადლიერები თითოეული მომენტისთვის, რომელიც უკვე გქონდათ

იყავით მადლიერები იმისთვის, რასაც გვაძლევს ცხოვრება. შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი მეთოდიკა: ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ განვლილი დღე, რის გამო შეგიძლიათ შეაქოთ საკუთარი თავი? რამ გაგახარათ? არ დაგავიწყდეთ ისეთი სასიამოვნო მომენტების შესახებ - დედის ღიმილი, შვილის აწითლებული ლოყები, რომელიც მოვიდა სახლში ფეხბურთის თამაშის შემდეგ, ქმარი, რომელიც დაბრუნდა სამსახურიდან. იყავით ყურადღებიანი წვრილმანების მიმართ, ნუ ჩაიციკლებით საკუთარ პრობლემებზე.

7 წესი, რომლებიც სწრაფად შეცვლიან შენს ცხოვრებას

5. დაიცავით საკუთარი თავი გადაწვისგან

„კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ყველაფერი მაღელვებდა, გარდა ჩემი თავისა. მე სახლში ვმუშაობდი, ოჯახს ვუვლიდი იმ დროს, როცა ჩემი ქმარი მუშაობდა ოფისში და გვიან მოდიოდა. როგორ უნდა მომენახა დრო საკუთარი თავისთვის?“ - ეს სასოწარკვეთილი ქალის სიტყვებია.

6. იყოთ მზად ცვლილებებისთვის ნებისმიერ მომენტში

ცხოვრებაში არაფერი არ არის მუდმივი. თითოეულ მოვლენას შემოაქვს ცვლილებები. მაგრამ ის ამად ღირს. არ არსებობს არაფერი იმაზე უფრო ცვალებადი რამ, ვიდრე ჩვენი ცხოვრება, და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის. მთავარი, რაც დაგვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, - იცხოვრო გახსნილი გულითა და ფართოდ გახელილი თვალებით.

7 წესი, რომლებიც სწრაფად შეცვლიან შენს ცხოვრებას

7. შეცვალეთ ჩვეული ცხოვრებისეული სცენარი

სცენარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ საკუთარ თავში იხარშება. ჩვენ თავად ვაყალიბებთ რეალობას. თუ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით და არ გინდათ იცხოვროთ ისე, როგორც ახლა ცხოვრობთ, მაშინ ეს საბაბია გადახედოთ საკუთარი შეხედულებებს ცხოვრებაზე და დაეხმაროთ საკუთარ თავს გამოიმუშაოთ ახალი სცენარი, რომელიც განსხვავდება იმისგან, რომლითაც ახლა ცხოვრობთ. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ხელისშემშლელ ფაქტორებს და ყური უგდოთ გონებისა და გულის კარნახს. მეტი შეგნება, და ცხოვრება წარსდგება თქვენს წინაშე ახალი კუთხით, გარშემო კი ყველაფერი აციმციმდება ახალი ფერებით.



<a href="https://www.kefline.ru/">https://www.kefline.ru/</a>