ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს წყვილის თანაცხოვრებაზე ძილის პოზამ.

დააკვირდით, ცნობილ წყვილებს და აირჩიეთ პოზა, რომელსაც თქვენს მეორე ნახევართან ერთად დარამებისას ირჩევთ და გაიგეთ რა ელოდება თქვენს ურთიერთბას.

22. კინგ კონგი

თქვენი სიყვარული ხანგრძლივი, მაგრამ რთული იქნება. თქვენ არ გეშინიათ სტერეოტიპების, ასევე საზოგადოებრივი აზრის, მაგრამ მაინც ძალიან დამოკიდებული ხართ მეორე ნახევარზე, რაც ხშირად ხელს გიშლით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში.

21. რაპუნცელი

თქვენი სიყვარულის ისტორია ზღაპარს ჰგავს, სადაც ქალს პრინცესას როლი აქვს მორგებული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ციხე-კოშკს, პერიოდულად დასუფთავებათ სჭირდება.

20. ფორესტ გამპი

თქვენი ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, ბედნიერი ხართ და თქვენი მეორე ნახევარი ყველაზე ძლიერი ადამიანი გგონიათ ცხოვრებაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისგან უსიამოვნო სიურპრიზებსაც უნდა ელოდოთ.

19. ჰაჩიკო

იდეალური წყვილი ხართ, აფასებთ ერთმანეთის სიყვარულს, ერთგულებას და თითქმის არასოდეს ჩხუბობთ.

18. მისტერ და მისის სმიტები

როგორც ჩანს, დაგღალათ ერთად ცხოვრებამ და ხანდახან ერთმანეთის მოკვლაც კი გინდებათ ხოლმე. მგონი, დროა, რაღაცები შეცვალოთ.

17. კუნგ-ფუ პანდა

საიდუმლო არცერთისთვის არ არის, თუ გინდათ, რომ ერთად მთელი ცხოვრება გაატაროთ, ამისთვის აუცილებლად უნდა მოუაროთ საკუთარ თავს.

16. პარანორმალური საქმიანობა

თქვენი ურთიერთობა საკმაოდ რთული და დაძაბულია. დროა განქორწინებაზე იფიქროთ.

15. მეფე ლომი

რეალურად თქვენ უფრო ნათესავები ხართ ვიდრე ცოლ-ქმარი, ამიტომ იფიქრეთ ცვლილებებზე.

14. მაკულატურა

თქვენი თანაცხოვრება სიგიჟეა, მაგრამ მტავარია თავად გრძნობთ თავს კარგად.

13. იგი

რეალურად მუდმივად შიშში ცხოვრობთ და ამაზე მეგობრებსაც ხშირად ეწუწუნებით. ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს გაუღიმეთ. ჰო, მართლა, ძილის წინ, მაკიაჟის ჩამობანა ნუ გავიწყდებათ.

12. ალადინი

ბავშვობიდან იცოდით, რომ წესიერი ოჯახის შვილზე გათხოვდებოდით და ეს ოცნება აიხდინე, მაგრამ საინტერესოა თქვენს საძინებელში თუ მოყვებით 1001 ღამის ზღაპრებს...

11. 300 სპარტელი

ერთი შეხედვით, საკმაოდ მსუბუქ და სიფრიფანა გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ყოველთვის რისკის ზღვარზე გადიხართ...

10. მებრძოლთა კლუბი

ინტრიგა, ქაოსი, ინტერნეტი, თამაში, რთული სამუშაო გრაფიკი - აი, რითი ცდილობთ გაექცეთ ყოველდღიურ რუტინას, პირადი ცხოვრებისთვის კი დრო არ გრჩებათ.

9. ადამიანი ობობა

გილოცავთ, თქვენი საყვარელი ადამიანი, ყოველთვის იზრუნებს თქვენზე.

8. ლა ლა ლენდი

შენი მთელი ცხოვრება ჯაზია, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი გადაუხდელი გადასახადი დაგიგროვდათ.

7. უცხოელი

ხანდახან ბედმა შეიძლება მარტოობისთვის გაგწიროთ, მაგრამ ამაში ტრაგედიას ნუ დაიანხავთ, რადგან თქვენს გვერდით ოთხფეხა მეგობარია.

6. ყინულის ასაკი

ასეთი სახის ურთიერთობა მომავალში ნდობის დეფიციტსა და ზრუნვის ნაკლებობას გამოიწვევს, რაც ხშირად გახდება კონფლიქტის მიზეზი. ამიტომ დროულად გადააფარეთ საფანი მეორე ნახევარს.

5. დრაკულა

პირადი ცხორების გარდა ყველაფერი გაინტერესებთ, არადა თქვენს გარშემო ბევრი მამაკაცია, რომელიც თავსი შანს ელოდება.

4. ტიტანიკი

თქვენ ვერაფერი დაგაშორებთ სანამ სამყარო არსებობს და სანამ აისბერგი ბოლომდე არ დადნება.

3. გრეის 50 ელფერი

მთელი ცხოვრება მხოლოდ იმის დამტკიცებაში ხართ, რომ თქვენი ცხოვრების წესი სწორია და ყველაფერს კარგად აკეთებთ.

2. ტედი

თქვენს ცხოვრებაში მუდმივი ქაოსია. სასურველი არ არის, რომ ერთ ქალაქში ცხოვრობდეთ.

1. ნათლიმამა

მართალია, ქმარზე ხშირად მბრძანებლობთ, მაგრამ ოჯახი თქვენთვის წმინდაა და ეს მხოლოდ მისასალმებელია