ნენე ფონ შლებრიუგე - უმა თურმანის დედა, არისტოკრატი, სუპერმოდელი და უბრალოდ ბედნიერი ქალი
- 30.11.2018
უმა თურმანს სახელი ინდუისტური ქალღმერთის საპატივცემლოდ დაარქვეს, მაგრამ დახვეწილი გრაცია მან დედის ხაზით მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა განსაკუთრებულ აღფრთოვანებასა და თაყვანისცემას იმსახურებს უმას დედის, წინა საუკუნის 50-60-იანები წლების სუპერმოდელისა და მსახიობის ნენე ფონ შლებრიუგეს არისტოკრატული სილამაზე.
ვენერა ბოტიჩელი
1941 წელს მექსიკაში შვედი ლამაზმანის ბირგიტ ჰოლმკვისტის და გერმანელი არისტოკრატის ფრიდრიხ კარლ ფონ შლებრიუგეს ოჯახში დაიბადა ქალიშვილი ბრიგიტ კაროლაინი. ახლობლები უბრალოდ ნენას ეძახდნენ. 50-იანი წლების შუაში გამომცემლობა Vogue-ის ცნობილი ფოტოგრაფი შვედეთის დედაქალაქში საქმეზე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევით დაინახა ნენა. იმ დროს ლამაზმანი 14 წლის იყო. ამ შეხვედრამ საწყისი დაუდო გოგონას სამოდელო კარიერას.
რამდენიმე წელიწადში ნენა ლონდონში მიიწვიეს, სადაც ის მაღალი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდა. პოპულარობა მოულოდნელი იყო, შვედ ლამაზმანთან კონტრაქტი დადო ამერიკულმა სამოდელო სააგენტომ Ford-მა, და სულ მალე ნენა ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა. სხვა კონტინენტზე მას ელოდებოდა სამუშაო ჟურნალებთან Vogue-სა და Harper’s Bazaar-თან. ნენას დახვეწილი სილამაზე თანამედროვეობის ბევრ ფოტოგრაფებსა და მხატვრებს შთააგონებდა. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი სალვადორ დალისთვისაც გახდა მუზა.
1963 წელს იმ დროისთვის უკვე პოპულარულმა ლამაზმანა ექიმი-ფსიქიატრი ტიმოტი ლირი გაიცნო. საქორწინო ცერემონია იყო საკმაოდ ხმაურიანი იყო. ნენა სტუმრების წინაშე ბოტიჩელის ტილოებიდან ჩამოსულ ვენერად წარსდგა. ეს კავშირი არ იყო ხანგრძლივი, ერთ წელიწადი დაშორდნენ, მიზეზი კი მისი ქმრის, „დიდი ექსპერიმენტატორის“, მიერ ამერიკაში აკრძალული ფსიქოტროპული პრეპარატის გამოყენება გახდა.
ბუდას ნიშნით
1965 წელს ნენამ განცხადება შეიტანა განქორწინებაზე. ორი წლის შემდეგ კი მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული რობერტ თურმანი, პირველი ამერიკელი ბუდეისტი იყო, რომელიც ბერად თავად დალაი ლამამ აღკვეცა. ეს იყო ზეციდან კურთხეული ქორწინება - შეერთდა ორი ჰარმონიული სული, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ მშვიდობიანად და თანხმობაში და ანიჭებენ ადამიანებს სიკეთის ღვთიურ სინათლეს. ცოტა ხანში წყვილს ეყოლა ვაჟიშვილი ჰანდენი.
რთული დედობის პერიოდის მიუხედავად, ნენა აგრძელებდა კარიერას. 1970 წელს ბედნიერ წყვილს ეყოლა ქალიშვილი უმა, რომლის სახელიც „ნეტარების მომნიჭებელს“ ნიშნავს. მაშინ ნენამ გადაწყვიტა მოდელის კარიერა მიეტოვებინა და საკუთარი თავი ოჯახისთვის მიეძღვნა. გარდა ამისა, იმდენად იყო გატაცებული ქმრის იდეებით, რომ ისიც გაიტაცა ბუდიზმის აქტიურმა პოპულარიზაციამ ამერიკაში და დიპლომირებული ფსიქოლოგიც კი გახდა.
დღეს, ნენა - ტიბეტური მედიცინის ცენტრის Menla Mountain Retreat-ის აღმასრულებელი დირექტორია და ამაყობს ნიჭიერი და წარმატებული შვილებით, რომლებსაც უძველესი ბუდისტურ ფილოსოფიასთან დაკავშირებული უნიკალური სახელები აქვთ, - ჰანდენი, უმა, დეჩენი, მიპამი. და კიდევ, ის რჩება ისევ იმ არისტოკრატ-ლამაზმანად და უბრალოდ ბედნიერ ქალად.
თემები: საქმიანი ქალები, ქალები, მსახიობები, მოდელები, მსახიობი, უმათ ურმანი
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია