ალბერობელო - დაუჯერებელი სილამაზის ქალაქი იტალიაში, სადაც ზამთარში მოგზაურობა ზღაპარია
- 02.12.2018
იტალიის სამხრეთით, ფეხსაცმლის ქუსლზე მდებარე ულამაზესი ალბერობელოს ლეგენდა საუკუნეებს ითვლის. რეალურად კი ქალაქის ისტორია ქალაქის ისტორია XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც ამ საოცარ ადგილას გლეხები მივიდნენ და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი.
დიახ, სხვაგან ვერსად ნახავთ ისეთ კონუსურ სახურავებს, როგორსაც ამ პატარა ქალაქში შეხვდებით.
ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ტრულოებით, რომლებიც 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ტრული-სახლები ღირშესანიშნავია პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი აშენდა ქიმიური ხსნარის (შენაზავის) გამოყენების გარეშე, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ნაგებობების დანგრევა- განადგურება ძალიან ადვილია – მხოლოდ უნდა იცოდეთ, კედლიდან რომელი აგური გამოაძროთ და მთელი კონსტრუქცია დაიშლება… ეს სანახაობა განსაკუთრებულად მიმზიდველია ტურისტებისთვის.
ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ 11 000 ადამიანი და მისი ფართობი 900 ჰექტარს შეადგენს.
სახლების აშენების ისტორია ძალიან საიტერესოა. მე-17 საუკუნეში რაიმე ობიექტის მშენებლობის დაწყება მმართველი მონარქის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო, მაგრამ ხალხს ხომ სადღაც უნდა ეცხოვრათ და მათ მოფიქრეს ისეთი ნაგებობების შენება, რომლებიც სამეფო თანამდედობის პირების გამოჩენისთანავე, შესაძლებელი იქნებოდა ერთი წუთის განმავლობაში მათი დანგრევა და თან ამბობდნენ – „არ ვიცი ვისია, მაგრამ სახლი ჩემი არააა …“.
მათი წასვლის შემდეგ, ეს ტრული-სახლები ისევ მარტივად შენდებოდა. პატარა სახლების კედლები, როგორც წესი, თეთრი ფერისაა, ხოლო გუმბათებზე შესაძლებელია სხვადასხვა სიმბოლოების დანახვა, რომლებიც ასოცირდება მაგიასთან, კერპთაყვანისმცემლობასთან და ასევე ქრისტიანობასთან.
ქალაქში სტურომა განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ზაფხულში და ზამთარში. ამ საოცარი ფოტოების ხილვა კი ალბერობელოში მოგზაურობას აუცილებლად მოგანდომებთ.
თემები: მოგზაურობა, ტურისტი, იტალია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია