1. ანჯელინა ჯოლი

2014 წელს ანჯელინა ჯოლიმ დედოფლისგან ქალბატონის ტიტული მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ნათესავები არიან ფრანგი მეფის ფილიპ ΙΙ ოგიუსტის მხრიდან.

2. ბიონსე

პოპ-დივა და ბრიტანეთის დედოფალი ასევე ნათესავები არიან საერთო წინაპრის, ინგლისელი მეფის ჰენრი ΙΙ პლანტაგენეტის მხრიდან, რომლის ერთ-ერთი შთამომავალი ოკეანის მეორე მხარეს გადასახლდა და აშშ-ს სამხრეთში დამკვიდრდა.

3. კარა დელევინი

კარა დელევინისა და ელისაბედ ΙΙ-ის საერთო წინაპარი გახლდათ პატრიკ ლიონი, სტრატმორისა და კინგჰორნის მე-3 გრაფი. ის წარმოადგენს დედოფლის დიდ ბაბუას მე-6 თაობაში დედის ხაზით, კარა დელევინის კი - დიდ ბაბუას მე-9 თაობაში.

4. ტომ ჰენქსი

ტომ ჰენქსი ბრიტანელ მონარქებთან დაკავშირებულია საერთო წინაპრით - ბარონ უილიამ ფიტც-ჰიუთი. პრინცი უილიამი ჰენქსს ბიძაშვილის შვილად ეკუთვნის მე-16 თაობაში.

5. ბრედ პიტი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრედ პიტი ინგლისის მეფის ჰენრი ΙΙΙ-ის შვილთაშვილია 24-ე თაობაში. ამის გარდა, ის პრინც უილიამის ბიძაშვილია მე-17 თაობაში.

6. ბარაკ ობამა

აშშ-ს ექს-პრეზიდენტს გამოუჩნდა საერთო წინაპრები ელისაბედ ΙΙ-სთან. მათი საერთო წინაპარაი გახლდათ ინგლისელი არისტოკრატები უილიამ ჟერარი და მისი მეუღლე ელიზაბეტ ბაირონი, რომლებიც მე-15-ეს ბოლოს - მე-16 საუკუნეების დასაწყისში ცხოვრობდნენ.

7. ბენედიქტ კამბერბეტჩი

კემბერბეტჩის წინაპარია მეფე რიჩარდ ΙΙΙ. გარდა ამისა, მსახიობი ნათესავად ეკუთვნის დედოფალს ელისაბედ ΙΙ-ს ბრიტანელი მიწათმფლობელის სერ უილიამ ბოუზის მხრიდან.

8. ბრიტნი სპირსი

დედოფლის ელისაბედ ΙΙ-ის და ბრიტნი სპირსის საერთო წინაპარი გახლდათ სერ უოლტერ ბლენტი. მისი ზუსტი დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ის 1403 წლის 21 ივლისს ბრძოლაში შრუსბერისთან გმირულად დაიღუპა. სხვათაშორის, სერ უოლტერი წარმოადგენს შექსპირის ისტორიული პიესის „ჰენრი IV”-ის პირველი ნაწილის ერთ-ერთ პერსონაჟს.

9. ჯონი დეპი

ჯონი დეპი - დედოფლის ელისაბედ ΙΙ-ის ნათესავია ინგლისელი მეფის პლანტაგენეტების დინასტიიდან ედუარდ ΙΙΙ-ის მხრიდან.

10. მეგან მარკლი

ბევრს ჰგონია, რომ მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ქორწინებამდე ჩვეულებრივი გოგონა იყო. მაგრამ, როგორც გენეალოგიის სპეციალისტებმა გაარკვიეს, მეგანის ერთ-ერთი წინაპარი მამის მხრიდან მეფე ედუარდ ΙΙΙ გახლდათ. ასე რომ, სანამ ჰარიზე ოფიციალურად დაქორწინდებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა.