1. დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს რომში. მისი დაბადების სახელი იყო სოფია ვილანი შიკოლონე.
2. სოფიმ კარიერა 1949 წელს დაიწყო, როდესაც სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო.
3. მსოფლიომ კი 1950-იან წლებში გაიცნო. როდესაც „პარამაუნტ ფიქჩერზთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომ ხუთ ფილმი ითამაშებდა.
4. სოფი ლორენია პირველია ქალ მსახიობებს შორის, რომელსაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
5. ლორენი მხოლოდ ერთხელ გათხოვდა და მთელი ცხოვრების მანძილზე ქმრის ერთგული დარჩა.
6. სოფი ლორენის ჯილდოებს შორისაა „ოსკარი“ „ოქროს გლობუსი“ „ბაფთა“...
7. 1962 წელს პირველი ოსკარი აიღო. აღსანიშნავია, რომ მისთვის ოსკარის გადაცემის შესახებ სოფი ლორენმა სახლში ყოფნისას შეიტყო. ეს გახლდათ აკადემიის მიერ უცხოენოვანი შესრულებისთვის პირველად გაცემული ჯილდო.
8. სოფი ცნობილ იტალიელ პროდიუსერს – კარლო პონტის პირველად 1950 წელს შეხვდა. მაშინ ის 15 წლის იყო, კარლო კი 37-ის. მათ 1957 წლიდან ერთად ცხოვრება დაიწყეს, თუმცა პონტი ჯერ კიდევ პირველ ცოლზე – ჯულიანაზე იყო დაქორწინებული, რადგან იტალიური კანონი არ აძლევდა ცოლთან განქორწინების უფლებას.
9. სოფი ლორენმა გაახმოვანა დისნეის რამდენიმე ანიმაციური პერსონაჟი.
10. სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ საოცარი ცხოვრება განვლეს. მათ დევნიდნენ. ერთი პერიოდი ისინი იტალიაში ვერც კი ჩადიოდნენ, რადგანაც პონტის ორცოლიანობაში ედებოდა ბრალი, რაც კანონით ისჯებოდა.
11. სოფის ორი ვაჟი ჰყავს - ედუარდო და კარლო.
12. 1982 წელს გადასახადების თავის არიდებისთვის მსახიობს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მან ციხეში 18 დღე გაატარა და სამაგალითო საქციელისთვის ვადაზე ადრე გამოუშვეს.
თემები: ცხოვრება, ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, სოფი ლორენი
<a href="https://www.this-is-italy.com">https://www.this-is-italy.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია