როგორ გამოიყურება ცხოვრების იდეალური განრიგი და როდის არის საუკეთესო დრო „ფეისბუქზე“ სტატუსის დასაწერად
- 12.12.2018
1. დაწეროთ პოსტი
კვლევებმა აჩვენეს, რომ სოციალურ ქსელში სტატუსის დასაწერად ყველაზე საუკეთესო დროა:
ფეისბუქზე - ოთხშაბათს 12:00 და 14:00-ზე; ხუთშაბათს 13:00 და 14:00-ზე.
ინსტაგრამზე - ოთხშაბათს - 15:00; ხუთშაბათს - 5:00, 11:00 და 15:00-დან 16:00-მდე; პარასკევს დილის 5 საათზე.
ტვიტერში - პარასკევს დილის 9:00-დან 10:00-მდე.
2. გიხაროდეთ ცხოვრება
ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანი ყველაზე ბედნიერია დილას გაღვიძებიდან პირველივე საათებში. ასევე აღსანისნავია, რომ დილის 8 საათისთვის არიან ადამიანები განსაკუთრებულად პოზიტიურები და სიცოცხლით სავსე.
3. ჩაეწეროთ ექიმთან
ყველაზე კარგია ჩაეწეროთ ექიმთან დილის 11 საათამდე, ასე ექიმი და მედპერსონალი უფრო ყურადღებიანები იქნებიან თქვენს მიმართ, დიაგნოსტიკა კი უფრო ზუსტი იქნება.
4. დალიოთ ყავა
ადამიანების დიდი ნაწილი დილას ფინჯანი ყავით იწყებენ, მაგრამ მეცნიერები არ გვირჩევენ ამის გაკეთებას. დღის განმავლობაში კორტიზოლის დონე სისხლში მერყეობს, ეს კი ნიშნავს, რომ განსაზღვრულ საათებში თქვენ სხვადასხვა სტიმულატორების გარეშეც სავსე ხართ ენერგიით.
კორტიზოლი პიკს აღწევს დილის 8-9 საათზე, შემდეგ 12-13 სთ. და 17:30-18:30 საათებში (გაანგარიშებულია, თუ გაიღვიძეთ დილის 7 საათზე). ორგანიზმი ამ დროს კოფეინის მიმართ თითქმის არ არის მგრძნობიარე, ამიტომ ყავის დასალევად ყველაზე კარგი დროა - სადილის შემდეგ.
5. ისწავლო სხვა ენა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ უცხო ენის სწავლა - 17,4 წლამდე. მას შემდეგ, რაც ადამიანს შეუსრულდება 18 წელი, თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა ნულს უახლოვდება.
6. მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
საუკეთესო დროა გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში. მეცნიერები ამ დროს ინტელექტუალური შესაძლებლობების ფანჯარას უწოდებენ, ამიტომ არ იფიქროთ წვრილმანებზე და დახარჯეთ ეს საათები საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად.
7. დაწვეთ დასაძინებლად დღისით
იდეალური დღის ძილი უნდა გრძელდებოდეს 15-20 წუთი მონაკვეთში 14:00-დან 15:00-მდე. 30 წუთზე მეტი ძილი წაგართმევთ ძალას და გაიძულებთ თავი მოშლილად იგრძნოთ.
8. წახვიდეთ ვარჯიშზე
ოლიმპიური რეკორდების 80 % დამყარებულია 17:00-დან 19:00-მდე. ფიზიოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი ორგანიზმი სწორედ ამ დროს იმყოფება საკუთარი შრომისუნარიანობის პიკზე და ნაკლებად გრძნობს დაღლილობას.
9. დაალაგოთ სახლი
სახლის დასალაგებლად საუკეთესო დროა - 16:00 საათი. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ალერგიის სიმპტომები ყველაზე სერიოზულად მჟღავნდებიან დილის 6 საათიდან შუადღემდე, ასთმის შეტევები კი - 00:00-დან დილის 6 საათამდე. ამიტომ მტვრის აღება და საწმენდი საშუალებების გამოყენება უკეთესია შუადღის შემდეგ, საღამოსკენ.
10. დაქორწინდეთ
შტატი იუტას უნივერსიტეტის სოციოლოგმა ქორწინების საუკეთესო ასაკი გამოთვალა. მეცნიერის აზრით, განქორწინების ნაკლები შანსია, თუ შექმნით ოჯახს 28-32 წლის ასაკში. თუ შექმნით ოჯახს 32 წლის შემდეგ, მაშინ ყოველ წელიწადს განქორწინების შანსი მატულობს 5 %-ით.
11. იყოლიოთ ბავშვი
იტალიელი მეცნიერები თვლიან, რომ ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდია - ზაფხული. ყველაზე ოპტიმალური ასაკი კი ქალისთვის, რომ გახდეს დედა, - 34 წელი.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია