LIFE

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

1. ნახვამდის, პატარავ, ნახვამდის (Gone Baby Gone), 2007 წელი

როლებში: კეისი აფლეკი, მიშელ მონაგანი, ედ ჰარისი, მორგან ფრიმანი.

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

ორი კერძო დეტექტივი პატარა გოგონას დაკარგვის საქმეს იძიებს. ყოველი ახალი სამხილი დეტექტივების ამოცანას ართულებს, მათი სიცოცხლე კი რისკის ქვეშ დგება. რაღაც მომენტში მთავარი გმირი დაფიქრდება იმაზე, რომ ხომ არ იტყუება გაუჩინარებული გოგონას დედა და ნამდვილად უნდა შვილის დაბრუნება. ფინალში აფლეკის გმირს არჩევანის გაკეთება მოუწევს.

2. მწარე მთვარე (Bitter Moon), 1992 წელი

როლებში: პიტერ კოიოტი, ემანუელ სენიე, ჰიუ გრანტი.

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

ფილმის გმირი ორი დაქორწინებული წყვილია, რომლებიც ერთმანეთს კრუიზში ლაინერზე შეხვდნენ. ნაიჯელი და ფიონა მშვიდი და უმანკოები არიან, ისინი ცდილობენ შემოიტანონ სტაბილურ კავშირში მრავალფეროვნების ელემენტები. ოსკარისა და მიმის ურთიერთობები კი, რომლებსაც თვალყურს ადევნებს მაყურებელი, ველური ვნებით იწყება, მაგრამ...

3. ქალი შავებში (The Woman in Black), 2012 წელი

როლებში: დენიელ რედკლიფი, კიარან ჰაინდსი, ჯანეტ მაკტირი.

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

რედკლიფის გმირი მარტო ზრდის პატარა ვაჟიშვილს: მისი საყვარელი ცოლი მშობიარობისას გარდაიცვალა. სამსახურეობრივი დავალებით ის პატარა პროვინციულ ქალაქში მიემგზავრება, სადაც ამაღელვებელი და მისტიური მოვლენები ხდება. დადის ლეგენდა ვიღაც „ქალზე შავებში“. გმირის შვილის სიცოცხლე საფრთხეშია, და მამა მთელი ძალით ცდილობს გადაარჩინოს ის და დაბრუნდეს უკან. დასასრულს ვერ უწოდებ ჰეფი ენდს, თუმცა გადაწყვეტილება მაყურებელმა თავად უნდა მიიღოს.

4. ზიანი (Damage), 1992 წელი

როლებში: ჯერემი აირონსი, ჟულიეტ ბინოში, ლესლი კერონი.

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

სიყვარული და ვნება - სინონიმებია? უნდა ებრძოლოს ადამიანი შეპყრობილ გრძნობას, რათა ზიანი არ მიაყენოს საკუთარ კარიერასა და სოციალურ სტატუსს? ესა და სხვა მრავალ კითხვას წევს საინტერესო, მაგრამ ტრაგიზმით სავსე სურათი. ისტორიის ცენტრშია - სასიყვარულო სამკუთხედი და ადამიანური სულის ბნელი მხარე.

5. უკან არ მოიხედო (Ne te retourne pas), 2009 წელი

როლებში: სოფი მარსო, მონიკა ბელუჩი.

5 გენიალური ფილმი, რომლებიც ჰეფი ენდით არ მთავრდება

ახალგაზრდა მწერალ ქალს ყმაწვილობაში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო არ ახსოვს საკუთარი ბავშვობა. მოულონელად ის იწყებს უცნაური მისტიური რაღაცეების შემჩნევას - ცვლილებები საკუთარ სახლში და საკუთარ გარეგნობაშიც კი. სხვა ადამიანებისთვის ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ გმირმა გადაწყვიტა იპოვოს პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ არის ის? და პასუხი აღმოჩნდა არც ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდება.



<a href="adme.ru">adme.ru</a>