1. შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი

ჰაერის გამწმენდი - სასარგებლო ნივთია, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ სადავოა. ასეთი საშუალებისთვის იდეალური შემცველი იქნება ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებით თუ დაამატებთ წყალში წიწვის ან პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთს (მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთი შესაძლებლობა გაწერილია გამოყების ინსტრუქციაში.)

2. გაიწელეთ

შესანიშნავი საშუალებაა გამხნევდეთ და მოიხსნათ კუნთების დაძაბულობა მთელს სხეულში - გაიწელოთ. დახარჯეთ დილით რამდენიმე წუთი გაწელვებზე, და მთელი დღის მანძილზე უკეთესად იგრძნობთ თავს.

3. მიირთვით შავი შოკოლადი

შავი შოკოლადის ჭამა ყოველ დღე შეიძლება, რა თქმა უნდა, განსაზღვრული რაოდენობით. მაგალითად 2-3 ნატეხი სრულიად საკმარისია. ასე ზედმეტ წონას ნამდვილად არ შეიძენთ, აი, ტვინის აქტივობას კი გაიუმჯობესებთ.

4. გაიწმინდეთ ენა

ყველაზე მეტი ბაქტერია გროვდება არა კბილებზე, არამედ ენასა და ლოყებზე. გაისუფთავეთ ენა საღამოობით და მაშინ ერთბაშად მიიღებთ ორმაგ სარგებელს: დილას პირიდან უსიამოვნო სუნი საგრძნობლად შემცირდება, კარიესის გაჩენის რისკი კი დაიწევს.

5. გაანიავეთ ბინა

ჰაერი გაუნიავებელ ბინაში ბევრად უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე გარეთ, მაშინაც კი, თუ ცხოვრობთ ეკოლოგიურად დაბინძურებულ რაიონში. სუნთქვის პროცესში გამოიყოფა მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობა, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიონ ფილტვებისა და გულის პრობლემები. გარდა ამისა, სუფთა ჰაერი ატონიზირებს კანს, სწორედ ამის გამო გრძნობთ თავს დასვენებულად და ენერგიით სავსე დღის ბოლოსაც კი.

6. იარეთ ფეხშიშველმა

ტერფებზე, მაგალითად, რამდენიმე წერტილია, რომლებიც დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან. თუ არ გაქვთ დრო სრულფასოვანი მასაჟისთვის, უბრალოდ იარეთ ფეხშიშველმა რელიეფურ და უხეშ ზედაპირზე: ხეზე ან ბამბუკზე. ასევე ფეხს განსაკუთრებულად მოუხდება ქვიშა და ბალახი.

7. გახსოვდეთ კბილის ძაფის შესახებ

საკვების ნაწილაკები ხშირად იჭედებიან კბილებს შორის, და ვერცერთი ჯაგრისი ვერ აგვარებს ამ პრობლემას. აი, კბილის ძაფი კი ამ ამოცანას მშვენივრად უმკლავდება. შედეგად შეამცირებთ კარიესის გაჩენის რისკს და პირიდან უსიამოვნო სუნის გაჩენის ალბათობას.

8. დაიძინეთ გრილ ოთახში

თურმე, ძილისთვის იდეალური ტემპერატურაა - 15-დან 20 გრადუსამდე. ასეთი ტემპერატურული რაჟიმი საშუალებას მოგცემთ უკეთესად დაიძინოთ. გარდა ამისა, გვიან დაბერდებით, ვინაიდან სიგრილეში ორგანიზმი გამოიმუშავებს მელატონინს - ახალგაზრდობის ჰორმონს.