LIFE

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

1. ჯადოქრების აღმოჩენა (2018 - დღემდე)

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

ისტორიკოსს დიანა ბიშოპს საგვარეულოში ჯადოქრები ჰყავდა, მაგრამ მას საკუთარი მაგიური შესაძლებლობების აღიარება არ სურს. ერთხელ ბიბლიოთეკაში ძველებურ წიგნს აღმოაჩენს, რომელიც საიდუმლო ცოდნას შეიცავს. ამის შემდეგ, ის იძულებული ხდება შეხვდეს მაგიურ სამყაროს. თუმცა მისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის, და დიანას დასახმარებლად მოდის გენეტიკი და ვამპირი მეტიუ. მართალია, უძველესი წესები კრძალავენ ურთიერთობებს სხვადასხვა მაგიური სახეობებს შორის, ჭეშმარიტი სიყვარულისთვის წესები არ არსებობს.

ეს ჯადოსნური ისტორია აკრძალული სიყვარულის შესახებ გაახარებს მათ, ვისაც მოენატრა „ბინდი“ და უყვარს მაგიით გაზავებული რომანტიკული ფილმები.

2. კლონდაიკი (2014)

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

1897 წელი, ოქროს ციებ-ცხელების ხანა. სიმდიდრის წყურვილი ბილ ჰასკელს მდინარე იუკონის ხეობაში მიიყვანს. მას წინ საინტერესო თავგადასავალი ელოდება... მეგობრის დაკარგვა, სიყვარული, მძიმე განსაცდელი, ტყვეობა თოვლში და შეხვედრები სასოწარკვეთილ ავანტიურისტებთან, რომლებითაც სავსეა კლონდაიკი.

ეს არის 6 სერიისგან შექმნილი მინი-სერიალი „ჩრდილოეთის მეფის“ რობი სტარკის თავისებური რეინკარნაციით, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა რიჩარდ მედენმა.

3. პირადი მცველი (2018 - დღემდე)

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

ავღანეთის ვეტერანი დევიდ ბადი ბავშვებთან ერთად არდადეგების შემდეგ ლონდონში ბრუნდება და სრულიად შემთხვევით მატარებელში ხალხს ტეარქტისგან გადაარჩენს. ამის შემდეგ მას აწინაურებენ და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯულია მონტეგიუს პირად მცველად ნიშნავენ. ჯულია ამბიციური და სასტიკი პოლიტიკოსია, რომელიც მხარს უჭერს სამხედრო ჩარევას სხვა ქვეყნების საქმეებში. მის მცველს საპირისპირო შეხედულებები აქვს, მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ის იძულებულია დაემორჩილოს. და დარჩეს მის გვერდით თითქმის ყოველი დღე და ღამე. აქ, დარწმუნებულები იყავით, რომანტიკის გარეშე არ ჩაივლის.

მთავარ როლებში თამაშობენ რიჩარდ მედენი და კილი ჰოუსი.

4. ნათელმხილველი (2016-2017)

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

ყოფილი წარუმატებალი ილუზიონისტი ჩარლი ჰევერფორდი რუმინელ მაფიოზზე მუშაობს, თავს იკატუნებს თითქოს ნათელმხილველია და გულუბრყვილო კლიენტებს ფულს ყალბი წინასწარმეტყველებებისთვის ართმევს. მაგრამ თავის ტრავმის შემდეგ მას მოულოდნელად მართლა უჩნდება ხილვები, რაც აიძულებს მას მთლიანად შეცვალოს საკუთარი შეხედულებები და ცხოვრება.

რუმინული მაფიოზური კლანის სასტიკი მეთაურის როლშია - შესანიშნავი იზაბელა როსელინი. სერიალის ალტერნატიული სახელწოდებაა - „მესამე თვალი“.

5. საგვარეულო (2015-2017)

5 სერიალი, რომლებიც იდეალურია ახალი წლის უქმეებისთვის

რეიბორნების ოჯახი - მოხუცი მშობლები და 3 სრულწლოვანი შვილი - საკუთარი პატარა ზღვისპირა ოტელში მუშაობს და ერთი შეხედვით უდარდელად ცხოვრობს. ოტელის 45 წლის იუბილეზე უფროსი ვაჟი დენი ჩამოდის, რომელთანაც მშობლებს არ ჰქონდათ ურთიერთობა ძველი კონფლიქტის გამო. მისი დაბრუნება გაახსენებს ოჯახს ტრაგიკულ წარსულს და მის უსაფრთხოებას საშიშროების ქვეშ დააყენებს.

ეს დრამატული სერიალია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>