ზამთრის 5 კურორტი, სადაც დასვენება იაფია - მათ შორისაა საქართველოც
- 23.12.2018
ზამთარი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის. ამ დროს იდეალურია, თოვლით დაფარული ფერდობების დაპყრობა, ფრენა, მთებში სიარული ფეხით, ხანდახან კი საოცარი თავგადასავალი ინსტრუქტორის დახმარებით.
მართალია, ზამთრის კურორტები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ენერგიის აღსადგენად ნამდვილად ღირს.
1. გუდაური - საქართველო
თანამედროვე სათხილამურო კურორტი, რომელის ზამთარში საქართველოს სავიზიტო ბარათია. კომპლექსში ზომიერი კლიმატი, შესანიშნავი ქართული სამზარეულო დაგხვდებათ. შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილობრივი ბინებით, რომლებიც სასტუმროსთან შედარებით შედარებით იაფია.
7 დღე - 150 დოლარიდან
2. SkyResort - მონღოლეთი
მიუხედავად იმისა, რომ SkyResort ერთადერთი სათხილამურო კურორტია ქვეყანაში, იგი სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მისი დიზაინი ფრანგულ კომპანია MAS Limited-ს ეკუთვნის. აქვე გაფრთხილება, რომ ასეთ ეგზოტიკურ ქვეყანაში, მხოლოდ სათხილამურო კურორტის მონახულება არ ღირს, აუცილებლად ესტუმრეთ მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებებს.
1 დღე - 24 დოლარი
3. ბანსკო - ბულგარეთი
უმშვენიერესი ქალაქი მთაში, მდებარეობს სამხრეთ ბულგარეთის ყველაზე ლამაზ ადგილას -პირინის მთის ფერდობზე,რომელიც შესულია unesco-ს ბუნებრივი მეკვიდრეობის სიაში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქი თანამედროვე ზამთრის კურორტად გადაიქცა და გახდა საყვარელი დასასვენებელი ადგილი, როგორც თვით ბულგარელებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის.
ბანსკო ცნობილია თავისი ახალი და კარგად ორგანიზირებული სამთო-სათხილამურო ცენტრით,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 936 მეტრ სიმაღლეზე. ბანსკო აშენებულია ავსტრიელი სპეციალისტების მიერ, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
6 დღე - 200 დოლარი
4. წაღკაძორი - სომხეთი
ზამთარში, ღიაა სამთო-სათხილამურო კურორტი წაღკაძორი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ასევე ღიაა ფეხით ხეტიალისა და პიკნიკისათვის. შავი და წითელი ბილიკები გამოცდილი მოთხილამურეებისთვისა და სპორტსმენებისთვის იდეალურია. დამწყებებისთვის კი არსებობს სპეციალურად მოწყობილი სპორტული მოედანი.
7 დღე - 100 დოლარიდან
5. ზაკოპანე - პოლონეთი
კრაკოვიდან 110 კილომეტრში დაგხვდებათ ზაკოპანე, რომელიც 10 სათხილამურო კურორტს აერთიანებს ერთ ხეობაში. მართალია ინფრასტუქტურა იდეალურად არ არის განვითარებული, მაგრამ ფასები დაბალია და ადგილო ძალიამ ლამაზი. კარგია დასასვენებლად ზამთრის კურორტების მოყვარულებისთვის.
1 დღე - 23 დოლარი
თემები: მოგზაურობა, დასვენება, მოგზაური, კურორტი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია