4 რიტუალი, რომლებიც ახალი წლის ღამეს ბედნიერების მისაზიდად უნდა შეასრულოთ
- 30.12.2022
სულ მალე ახალი წელი დადგება. ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს უამრავი ჯადოსნური რამ უკავშირდება. სჯერათ, რომ ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი ასრულდეს.
ეს ცხოვრებაში ახლის დაწყების, ახალი ენერგიით, იმედებითა და რწმენით ავსების დროა. ადამიანები ახალ წელთან შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან. ბედნიერების და კეთილდღეობის მისაზიდად სხვადასხვა რიტუალებს აწყობენ. ყველა ოჯახს თავისი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს.
ვნახოთ 4 მთავარი ჯადოსნური რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ ბედნიერება, კეთილდღეობა, ბარაქა მიიზიდოთ და მთელი წელი წარმატებული გქონდეთ.
1. გაწმინდეთ აურა იმისთვის, რომ საბოლოდ გაათავისუფლოთ თქვენი ცხოვრება იმ დრამისგან და სირთულეებისგან, რომელიც 2022-მა წელმა მოგიტანათ
იიღეთ მარილიანი აბაზანა. სჯერათ, რომ მარილს დიდი ძალა აქვს. ის ეხმარება სხეულს ბალანსის პოვნაში. მარილიანი აბაზანის მიღების დროს თქვენი აურა იწმინდება. დაანთეთ სურნელოვანი სანთლები, ახლოს გქონდეთ ასევე კრისტალები.
2. ნეგატივის განდევნის რიტუალი
მისთვის აუცილებელია, რომ ოთახში იყოთ მარტო. დაგჭირდებათ ზღვის წყალი, თუმცა ჩვეულებრივი მარილიანი წყლის გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე, უნდა გქონდეთ ის კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გიცავთ.
კრისტალი ხელში გქონდეთ, ხოლო მარილიანი წყლით გაწმინდეთ ყველაფერი საძინებელში სახლში და თან გაიმეორეთ სიტყვები - „ნეგატივი გაქრება ჩემი ცხოვრებიდან და ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება“. ეს მაგიური რიტუალი ახალი წლიდან თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებას მიიზიდავს.
3. აავსეთ ოთახი დადებითი ენერგიით, პოზიტიური ვიბრაციებით
დაგჭირდებათ ლიმონისა და ფორთოხლის ეთერზეთები, თეთრი სანთელი, ფურცელი და კალამი. შეურიეთ ეთერზეთები ერთმანეთს, დაანთეთ სანთელი, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის, რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდათ 2023 წელს, შემდეგ დაწერეთ იმ ყველაფრის შესახებ, რაზეც ფიქრობდით.
ხმამაღლა წაიკითხეთ ცხრაჯერ ის, რასაც ფურცელზე დაწერთ. შემდეგ კი, ფურცელი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას ისე, რომ არავინ ნახოს.
4. მოიზიდეთ წარმატება
ამობეჭდეთ ზოდიაქოს ნიშნების ცხრილი. მასზე აუცილებლად უნდა იყოს აღბეჭდილი თორმეტივე ნიშანი. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გასწვრივ დაანთეთ სურნელოვანი მწვანე სანთელი, ასევე, მის გასწვრივ დადეთ კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გიცავთ.
დახუჭეთ თვალები და მაქსიმალურად კონცენტრირდით. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე ბედნიერი დღეები და წარმოიდგინეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ. რიტუალის დასრულების შემდეგ კი, ნივთები ისე შეინახეთ, რომ ისინი თქვენ გარდა ვერავინ ნახოს.
თემები: ტრადიცია, ტრადიციები, რიტუალი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია