მშობლები

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

1. არ შეიძლება უსასრულოდ უყვებოდეთ მათ საკუთარი პრობლემების შესახებ

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

თუ ადრე ყოვლისშემძლე დედებსა და მამებს შეეძლოთ ჩვენს თავებზე ღრუბლების გაფანტვა და ყველა ჩვენი პრობლემის გადაჭრა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. წლების მატებასთან ერთად მათთვის სულ უფრო რთული ხდება ჩვენი დახმარება, თუმცა ამის სურვილი აქვთ. და გამოდის, რომ მორიგი წუწუნის მოსმენისას, მშობლები მხოლოდ უსუსურობის გრძნობას განიცდიან. ასე რომ, ეცადეთ გასცეთ ინფორმაცია დოზირებულად და არ გაუზიაროთ ნეგატიური ახალი ამბები.

2. უხეშად არ უნდა რეაგირებდეთ მცდელობებზე იმანიპულირონ თქვენით

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

პირველ რიგში, არ უნდა წამოეგოთ შანტაჟზე. თუ ისეთ რაღაცას აკეთებთ, რაც არ მოსწონთ მოხუც მშობლებს, მათ ეწყებათ ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. (სინამდვილეში არა) - ეს სერიოზული სიგნალია თქვენთვის. თუ მათ ასეთი სერიოზული დაავადებები აქვთ, უნდა უმკურნალოთ. და თუ გრძნობთ, რომ თქვენით მანიპულირებენ, - გამოყავით დრო და გულწრფელად დაელაპარაკეთ. იქნებ მათ უბრალოდ თქვენი ყურადღება აკლიათ? თქვენი ამოცანაა - გაიგოთ, სინამდვილეში რა უნდათ მშობლებს თქვენგან.

3. უარი უთხარით მათ თქვენს მზრუნველობაზე

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

მათთვის რთულია იმის მიღება, რომ გაიზარდეთ. როცა უარს ამბობთ მშობლის დახმარებაზე, ისინი თავს განდევნილად და უსარგებლოდ გრძნობენ. ეცადეთ ამ დროს ცოტა სხვანაირად მოიქცეთ. გაიხსენეთ, როცა პატარები იყავით, მათი დახმარება თქვენთვის შეუფასებელი იყო.

4. ეცადოთ შეცვალოთ მშობლები

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

ერთი რამ დაიმახსოვრეთ - მათ ვერ შეაცვლევინებთ აზრს. თქვენს სიჯიუტეს შეუძლია მხოლოდ გააფუჭოს ურთიერთობები, ამიტომ ეცადეთ იყოთ უფრო მოქნილი და რბილი. თუ სადავო საკითხი მხოლოდ მათ ეხებათ და არანაირად არ ავნებს ჯანმრთელობას - დაუთმეთ.

5. გამორიცხოთ ოჯახის უფროსი წევრები მნიშვნელოვანი საკითხების განხილვიდან

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

ასაკოვანი ადამიანები უფრო ბრძენები არიან, და ჩვენ დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა არ ვუსმენთ მათ. ამიტომ მორიგ ოჯახურ შეკრებაზე მიეცით მშობლებს სიტყვა, ასე თქვენ ყურადღებასა და პატივისცემას გამოხატავთ, თან ისარგებლებთ საქმიანი რჩევით. კიდევ ერთი პლიუსი - გაკვეთილი თქვენი შვილებისთვის. როცა ყურს ვუგდებთ ჩვენს ხანში შესულ ოჯახის წევრებს, კარგ მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას.

6. გაბრაზდეთ მათზე

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

ასაკთან ერთად უარესდება ცხოვრების ხარისხიც. შეიძლება იყოს ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც, და ამ დროს ადამიანები გაღიზიანებულები ხდებიან; პრობლემები მეხსიერებასთან, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრების შესაძლებლობის დაკარგვაც. გაიგეთ, რომ ხანში შესულ ადამიანებს უჩნდებათ ბევრი შიში: უსუსურობა, მარტოობა, სიკვდილი ბოლოს და ბოლოს. და ჩვენი დახმარების გარეშე ისინი ვერ გაუმკლავდებიან. ელაპარაკეთ მშობლებს, შეძლებისდაგვარად ეცადეთ შეუქმნათ მათ კომფორტული პირობები.

შეინახეთ მშობლების ისტორიები მომავალი თაობებისთვის

6 შეცდომა, რომლებსაც შვილები ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას უშვებენ

ჩვენს ციფრულ საუკუნეში იმაზე ადვილი არაფერია, ვიდრე დასვა მშობლები კამერის წინ და მოაყოლინო საკუთარი ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტების შესახებ. თუ რთულია კამერის წინ მოყოლა, მიეცით კალამი და ფურცელი - დაწერონ მემუარები. მთავარია - შეინახოთ მათი ისტორიები მომავალი თაობებისთვის.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>