რა არის სინამდვილეში ბედნიერება? - ეს არის კითხვა, რომელსაც ყველა ადამიანი უსვამს საკუთარ თავს.

ბედნიერება გრძნობაა? რას გულისხმობს ის - სტაბილურ სამსახურს, შესანიშნავ მეგობრებს, სიყვარულს, თუ რაიმე ისეთია, რისი სიტყვებით განსაზღვრაც არ შეგვიძლია, რაღაც ძალიან ღრმა და პირადი?

ბუდისტი ბერი, თიკ ნათ ჰანი ამბობს, რომ ბედნიერება, არსებობის, ცხოვრების გზაა და ეს არ არის წამიერი განცდა.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ რაღაცით აღფრთოვანება, აღტაცება არის ბედნიერება, მაგრამ როცა აღტაცებული ხარ, შენ არ ხარ მშვიდი. ნამდვილი ბედნიერების საფუძველი კი, მშვიდობა და სიმშვიდეა“, - ამბობს ბერი.

თიკ ნათ ჰანის სიტყვებს კრიტიკოსები ასეთ ინტერპრეტირებას უკეთებენ - ნამდვილი ბედნიერება, ეს ადამიანის შინაგანი სიმშვიდეა.

ბუდისტი ბერი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი შინაგანი სიმშვიდის პოვნის, მიმღებლობის უნარია. ეს ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ხართ, მიიღოთ სხვები ისეთებად, როგორებიც არიან.

მსოფლიოში ადამიანები თავიანთი იდენტობის გამო ჯერ კიდევ ძალიან ბევრს წუხხან. ცდილობენ შეიცვალონ და გახდნენ ისეთები, როგორსაც საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები მოითხოვს. ყოველივე კი, ხელს უშლით შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში, შესაბამისად, ნამდვილი ბედნიერების პოვნაში.

იყო ბედნიერი და ლამაზი, ნიშნავს, რომ იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. უნდა გაითავისოთ, რომ სხვა ადამიანების აზრი თქვენ შესახებ არაფერს ნიშნავს და არ არის საჭირო შეიცვალო იმის გამო, რომ სხვებმა მიგიღონ. ნუ ცდილობთ, რომ შეიცვალოთ იმის გამო, რომ სხვებმა მოგიწონონ. ეს არაფერში გჭირდებათ. მთავარია, თვითონ მიიღოთ საკუთარი თავი.

ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ენდობა საკუთარ თავს და არის თავდაჯერებული.

თიკ ნათ თანი განმარტავს, რომ ადამიანის შინაგან სიმშვიდეს წარსული და წარსულის მძიმე გამოცდილებაც არღვევს და ხელს უშლის ბედნიერებაში.

„ნუ მისცემთ საკუთარ თავს წარსულში ჩარჩენის უფლებას და ნურც მომავალზე იდარდებთ, ნუ იფიქრებთ, რომ წარსულის ნეგატივი უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალზე. იცხოვრეთ აწმყოთი და მყარად იდექით მიწაზე. მხოლოდ ასე შეძლებთ ცხოვრების შეცნობას, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას და ნამდვილი ბედნიერების პოვნას“, - წერს ბერი.