გსურთ საკუთარ თავს ნამდვილი დღესასწაული მოუწყოთ? მაშინ ჯიმი ჩუს 2017 წლის სადღესასწაულო კოლექცია, რომელიც თქვენს მხედველობით მახსოვრობას, ვეჭვობ ოდესმე დაავიწყდეს, აუცილებლად უნდა იხილოთ!
მის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის სადღესასწაულო კოლექციის განსაკუთრებულობა დეკორატიული, ძვირფასი ქვების მქონე დეტალებშია. ჯიმი ჩუს შემოქმედებითმა დირექტორმა სანდრა ჩოიმ სადღესასწაულო კოლექცია ჰოთ კუწურის შოუზე, პარიზში, საზეიმოდ გახსნა.
შოუ ნადიმის სტილში წარიმართა, სუფრაზე წარმოდგენილი იყო კაშკაშა, ბრწყინვალე და მოელვარე აქსესუარები, რომლებსაც სიკაშკაშეს ძვირფასი და ძვირადღირებული, ფერადი ქვები სძენდა. კოლექცია ძირითადად, ქუსლიანი ფეხსაცმელების, ჩანთების, სამკაულებისა და საიუველირო ნაკეთობებისგან შედგებოდა. გამოფენილ ნიმუშებს გვერდს უმშვენებდა ხელოვნური საკვები, რომელიც დეკორატიულ ხასიათს ატარებდა და ძვირფასი ქვებით იყო მოპირკეთებული, ძვირფასი ქვებით სავსე შუშის ჭიქები და ვერცხლის სასანთლეები.
მდიდრული ფეხსაცმლის ბრენდმა 2017 წლის სადღესასწაულო კოლექცია Swarovski-სთან თანამშრომლობით შექმნა.
თემები: სტილი, მოდა, jimmychoo
<a href="http://provocative-woman.com/2016/10/18/jimmy-choo-resort-collection-2017/">http://provocative-woman.com</a>