ავოკადო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ხილია დედამიწაზე. სამკურნალო თვისებებთან ერთად, ის ძალიან გემრიელია.
ვნახოთ 10 მთავარი სარგებელი, რომელიც ავოკადოს ყოველდღიურად მირთმევის შედეგად შეიძლება მიიღოთ.
1. ორგანიზმი მდიდრდება ვიტამინებით - ავოკადო 20-ზე მეტ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. მის შემადგენლობაშია C და K ვიტამინები, კალიუმი და ფოლიუმი.
2. ჯანსაღი ცხიმები - ავოკადო სავსეა ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობენ ხელს და ამცირებენ გულის შეტევის რისკს.
3. ქოლესტერინის დონე - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავოკადო შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ცხიმების დონის, ქოლესტერინის დონის დაწევას.
4. წონაში დაკლება - ნახევარი ავოკადოს მირთმევის შემთხვევაშიც კი, ორგანიზმს საჭირო მარაგი აქვს და ენერგიის ნაკლებობას არ იგრძნობთ. ხუთი საათის განმავლობაში შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. შესაბამისად, მისი საშუალებით წონაში დაიკლებთ ისე, რომ ორგანიზმი ვიტამინებისგან და საჭირო მინერალებისგან არ გამოიფიტება.
5. ნუტრიენტების მარაგი - ავოკადოს რეგულარული მიღების შედეგად, ორგანიზმი უკეთ ახდენს საჭირო ნივთიერებების აბსორბციას, ანუ მიღებას, შთანთქმას. შესაბამისად, ორგანიზმში ნუტრიენტების მარაგი ჩნდება.
6. სისხლის მიმოქცევა - ავოკადო ხელს უწყობს სისხლის წნევის დარეგულირებას და ორგანიზმში სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას.
7. დიაბეტის პრევენცია - ავოკადო არეგულირებს ინსულინის დონეს, სისხლში გლუკოზის დონეს, ამიტომაც ის შესანიშნავი საშუალებაა დიაბეტის პრევენციისთვის.
8. ჯანსაღი ძვლოვანი სისტემა - K ვიტამინის გამო ორგანიზმს უკეთ შეუძლია კალციუმის აბსორბცია, რაც აუცილებელია ჯანსაღი ძვლოვანი სისტემისთვის. ავოკადო კი მდიდარია როგორც K ვიტამინით, ასევე კალციუმით.
9. ჯანმრთელი თვალები და იდეალური მხედველობა - ავოკადო შეიცავს ორ მნიშვნელოვან კაროტინოიდს, ლუთინს და ზააქსაანტინს. ყოველივე ხელს უწყობს ჯანსაღ მხედველობას. ავოკადოს მოხმარება ხელს უშლის სიბრმავეს და თვალის დისფუნქციას.
10. ორსულობა - ავოკადო შეიცავს B6 ვიტამინს, კალიუმს, C ვიტამინს, ფოლიუმს და ყველა საჭირო ვიტამინს, რომლებიც აუცილებელია დედისთვის ორსულობის დროს და ასევე ნაყოფისთვის.
თემები: თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, ავოკადოს ტარტარი, ავოკადო
<a href="https://www.healthyfoodhouse.com">https://www.healthyfoodhouse.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია