ჯანმრთელობა

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

ახლოვდება მამლის წელი, რაც ასტროლოგების რჩევით, ნიშნავს იმას, რომ საახალწლო სუფრაზე, რაც შეიძლება მეტი მარცვლეული უნდა იყოს. ჩვენ კი ამ მარცვლეულის დაკონკრეტების მიზნით, ამ საქმის ექსპერტებს, „მსუნაგების“ მსახიობ ზაზუნებს დავუკავშირდით და რჩევა ვკითხეთ:

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

1. სიმინდი - სიმინდი მამლისათვის კარგი სატყუარაა. თუ ხორბალზე ან ქერზე შეუძლია ის თქვას - „ეგ საკენკი სხვებს დაუყარეთო“, სიმინდზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის.

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

2. ბრინჯი - მამლის წელი ჩინური კალენდრიდანაა, ამიტომ ბრინჯი ორმაგად სასურველია. მართალია, ბრინჯის კერძები საახალწლო სუფრის ტრადიციული კომპონენტი არ არის, მაგრამ ბრინჯის არატრადიციულობა ნუ დაგაბნევთ. შეგიძლიათ სხვადასხვა სალათში გადაანაწილოთ.

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

3. წიწიბურა - წიწიბურაც არ არის ის მარცვლეული, რომელზეც იტყვი „აბა წიწიბურას გარეშე ახალი წელი რა ახალი წელიაო“, მაგრამ მამლის წელი ზუსტად ის დროა, როცა შეიძლება წიწიბურას საახალწლო სუფრაზე მოხვედრის შანსი მისცე.

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

4. ლობიო - ლობიანი არც ერთ სუფრაზე ზედმეტი არ არის. ამიტომ, ხაჭაპურს შეგიძლიათ ლობიანიც შეაშველოთ. ან თუ ბარბარობაზე გამომცხვარი ლობიანები ჯერ კიდევ არ შეგიჭამიათ, უბრალოდ, შეათბოთ.

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

5. ბარდა - ბარდა არამხოლოდ საახალწლო, ყველანაირი სუფრის ტრადიციული ნაწილია. ყველაზე ხშირად, ვინეგრეტში, რომელიც მართალია, ხშირად შეუმჩნეველი რჩება ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ, უმისობა უფრო შესამჩნევია.

მარცვლეული საახალწლო სუფრაზე - რჩევები მსუნაგებისგან

6. ფქვილი - ფქვილი არაპირდაპირი მარცვლეულია, რადგან სანამ ფქვილი გახდებოდა, ხორბალი იყო. ამიტომაც მამლისთვის ნებისმიერი რამის გამოცხობა სასიამოვნო იქნება, ძილის გარდა.

პ.ს: და ჰო, რაც მთავარია, ქათმის სალათს მაინც ერიდეთ. მამლის წელი მოდის მაინც და ხომ ხვდებით - შეიძლება ეწყინოს.