LIFE

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

სტრესთან გამკლავება 21-ე საუკუნის ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სტრესთან საბრძოლველად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს, მათ შორის, პოპულარულ ადამიანებსაც. მაგალითად, ენ ჰეთეუეი ამბობს, რომ სტრესსა და შფოთვას ესაუბრება, ან წერს ფურცელზე თავისი შფოთვის მიზეზების შესახებ და შემდეგ წვავს ამ ფურცელს.

ენ ჰეთეუეი არ არის ერთადერთი, რომელსაც სტრესთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი აქვს.

1. ლილი რეინჰარტი სანაპიროზე მიდის და საათობით გასცქერის ზღვას და ამბობს, რომ ეს საუკეთესო მეთოდია დამშვიდებისთვის - მსახიობი ასევე ამბობს, რომ სტრესის დასაძლევად მას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებაც ეხმარება. თუმცა ასეთ დროს საუკეთესო მკურნალი ზღვის და ლურჯი ჰორიზონტის ყურებაა.

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

2. კერი ვაშინგტონს სჯერა პოზიტიურად ფიქრის ძალის - მსახიობი ამბობს, რომ მთავარია ნებისმიერ დროს შეგეძლოს ოპტიმიზმით იყო სავსე. „არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულადაა საქმე, რამდენად რთული პერიოდი გაქვს. ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ვცდილობ რაღაც პოზიტივი დავინახო და ვიფიქრო, რომ ბედნიერი დღეები მალე დადგება. ეს მართლაც მშველის“, - ამბობს კერი.

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

3. ბრედ პიტი სტრესისა და მძიმე პერიოდის დროს ცდილობს თავის საყვარელ საქმეზე, ჰობიზე კონცენტრირდეს - ბრედი არქიტექტურითაა გატაცებული. „როდესაც რთული პერიოდი მაქვს დავდივარ ბაღში, მწვანე გარემოში და ვფიქრობ იმაზე, თუ რისი გაკეთება დამჭირდებოდა ამა თუ იმ არქიტექტურული სტრუქტურის მქონე ნაგობობისთვის. ეს თავსატეხს ჰგავს, რომლის გადაწყვეტაც ნამდვილად მშველის“, - ამბობს ბრედი.

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

4. Zendaya - მსახიობი ამბობს, რომ მას სტრესის დასამარცხებლად მხიარული ფერები და ნახატების გაფერადება ეხმარება.

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები

5. მიშელ ობამა სტრესს სპორტდარბაზში დროის გატარებით ამარცხებს - აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ სტრესს ვარჯიშის საშუალებით ამარცხებს. „ვარჯიში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა იმისა, რომ მისი საშუალებით მუდამ ენერგიული ვარ, ასევე ის ერთგვარი თერაპიაა. როცა სტრესი და შფოთვა მაწუხებს, ვიღებ ჩემს „აიპოდს“, ყურსასმენებს და სპორტდარბაზში მივდივარ“, - ამბობს მიშელი.

როგორ უმკლავდებიან სტრესს ვარსკვლავები - უჩვეულო და კრეატიული მეთოდები



<a href="https://bigthink.com">https://bigthink.com</a>