ქალებსა და კაცებს შორის ბევრი მსგავსება და ბევრი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როცა გენდერული სტერეოტიპები ნაწილობრივ მაინც დამსხვრეულია და ქალებს და კაცებს შედარებით უკეთ გვესმის ერთმანეთის, მაინც არის ბევრი ისეთი რამ, რაც ქალებს მამაკაცებში მისტიკურად და ამოუცნობად ეჩენებათ და პირიქით.

ქალებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ მამაკაცები მათ შესახებ. ვნახოთ 18 რამ, რასაც კაცი ქალის შესახებ ფიქრობს, მაგრამ არ ეუბნება. (შენიშვნა: სტატია მომზადებულია მამაკაცების გამოკითხვაზე და მათ პასუხებზე დაყრდნობით)

1. ჩვენ ქალების იმაზე ნაკლებად გვესმის, ვიდრე მათ სურთ, მაგრამ ამავდროულად, იმაზე გაცილებით უკეთ გვესმის, ვიდრე ქალებს წარმოუდგენიათ.

2. ძალიან გვიყვარს კომპლიმენტები და განსაკუთრებით მაშინ მოგვწონს, თუ ის ჩვენს გარეგნობას ეხება. მაგალითად თუ ქალი გვეტყვის, რომ კონკრეტული პიჯაკი ძალიან გვიხდება, შეგვიძლია რეგულარულად, ყოველ დღე ეს პიჯაკი ჩავიცვათ.

3. სილამაზის აღქმა ყველაზე სუბიექტური რამაა. სწორედ ამიტომ, ყველა კაცს საკუთარი სტანდარტები აქვს როცა საქმე ქალის სილამაზეს ეხება, ისევე, როგორც ქალებს აქვთ განსხვავებული გემოვნება და სტანდარტები მამაკაცის შეფასებისას. კარგია, როცა 90/60/90 პარამეტრების ქალს ხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცები ასეთ ქალებზე ოცნებობენ.

4. კაცების დიდ ნაწილს მოსწონთ ქალები მრგვალი ფორმებით.

5. კაცებს ხშირად გვაწუხებს შფოთვა და დეპრესია, მაგრამ ამის შესახებ თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ. ხანდახან დრო გვჭირდება, რომ პრობლემებს გავუმკლავდეთ. ქალების დიდ ნაწილს კი, ეს სამწუხაროდ არ ესმის.

6. ჩვენ ვხედავთ თქვენს ნაკლოვანებებს, მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ სრულყოფილებას, თქვენი ნაკლოვანებებით გვიყვარხართ.

7. საერთოდ არ გვაღელვებს ის, თუ როგორი სტილის სამოსი გაცვიათ. ვფიქრობთ, რომ ქალები ცდილობთ საკუთარი სტილი შექმნათ არა იმიტომ, რომ კაცები მოხიბლოთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ქალებს შეეჯიბროთ.

8. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გვერდით თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, რომ გაფიქრებინოთ, გვერდით რა კარგი მამაკაცი გყავთ.

9. ჩვენ ბუნებრივი სილამაზე გვირჩევნია. ნუ ცდილობთ მაკიაჟით ნაკლოვანებების დაფარვას. მაინც ყველაფერს ვხედავთ და დიახ, მოგვწონს თქვენი ნაოჭები, ჭორფლი, რომლის დაფარვასაც ასე ძალიან ცდილობთ და რომელიც ნაკლად მიგაჩნიათ.

10. ხანდახან გვინდა, რომ უბრალოდ გაჩუმდეთ. ჩვენ, კაცებს სიჩუმე გვჭირდება, სწორედ ამიტომ გვყივარს თევზაობა. თქვენ, ქალებს გამუდმებით უამრავი იდეა და ფიქრები გაქვთ, რომელთა გაზიარებაც ჩვენთვის გინდათ. ხანდახან ყველაფრის მოსმენა ძალიან დამღლელია, განსაკუთრებით, სამუშაო დღის შემდეგ.

11. კაცებს, სინამდვილეში ძალიან გვიყვარს ჭორაობა. მაგალითად, ქალებზე.

12. ხშირად ჩვენ არ გვადარდებს ის, თუ სად წავალთ საჭმლის მისართმევად. მთავარი კრიტერიუმია გემრიელი კერძები და მისაღები ფასები. ამიტომ, გთხოვთ, დაგვითმეთ, რესტორანს ჩვენით შევარჩევთ.

13. სასიყვარულო ურთიერთობაში კაცი არასოდეს ეტყვის თავის პარტნიორს რომ მან რაღაც უნდა შეცვალოს, მაგალითად, დაიკლოს წონაში, ან სხვა დუშგელი გამოიყენოს, რადგანაც არ მოსწონს მისი სუნი. „ყველაფერი კარგადაა საყვარელო, შენ ისეთივე ახალგაზრდა და მომხიბვლელი ხარ, როგორიც ათი წლის წინ იყავი“, - ეს შეყვარებული მამაკაცის ფიქრებია.

14. კაცებს გვიყვარს ინიციატივის გამოჩენა. ტელეპატიური უნარები არ გაგვაჩნია და ვერ მივხვდებით რა გსურთ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ აუცილებლად გამოვიჩენთ ინიციატივას, დაგპატიჟებთ სადმე და თუ არ მოგწონთ ესა თუ ის აქტივობა, რომელიც შემოგთავაზეთ, უარი გვითხარით და გვითხარით ის, რისი გაკეთებაც თავად გსურთ. ნუ ელოდებით ჩვენგან რომ თქვენს სურვილებს გამოვიცნობთ.

15. როცა ინტერესდებით, თუ რაზე ვფიქრობთ და თუ ჩვენი პასუხია, რომ არაფერზე, ნუ გაგიკვირდებათ, არ ვიტყუებით. კაცებს გვიყვარს „არაფერზე ფიქრი“.

16. კაცებს გვჭირდება პირადი სივრცე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. ხოგჯერ მოგვეცით ხოლმე ცოტაოდენი დრო საკუთარი თავისთვის.

17. კაცებს მოგვწონს, როცა საყვარელი ქალი რჩევას გვეკითხება და კიდევ უფრო მეტად მოგვწონს, თუ ჩვენს რჩევას ითვალისწინებს. მაგრამ ძალიანაც ნუ გადააჭარბებთ და ყველაფერზე ნუ გვკითხავთ აზრს. ტუჩსაცხის ფერი, ან სურნელოვანი სანთლის ფერი გთხოვთ, თქვენით შეარჩიეთ.

18. ხანდახან თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, როცა რაიმე საქმე არ გამოგვდის და განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობთ თავს, თუ ჩვენი შეცდომის გამო საყვარელი ქალი გამუდმებით გვსაყვედურობს. გთხოვთ, საყვედურების ნაცვლად, გვერდით დაგვიდექით და მხარი დაგვიჭირეთ.