ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ ირანელ ქალებს შეეძლოთ მოკლე კაბებისა და საცურაო კოსტიუმების ტარება, მათ არ ეკრძალებოდათ მამაკაცებთან თავისუფლად და ღიად საუბარი, განათლების მიღება.
შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა. მაგრამ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაფერი დრამატულად შეიცვალა.
1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი აითოლა ხომეინი გახდა, შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, „ურწმუნოებისადმი“ შეუწყალებლობასა და ჩადრს.
ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ პოლიტიკაზე. მხოლოდ ფოტოებით გაჩვენებთ, იმას თუ რა მაღალი ხარისხი იყო თავისუფლების ირანში.
1969 წელს „ვოგიმ“ აქ ფოტოგადაღებაც კი მოაწყო, რომელიც ირანელი ქალების ცხოვრებას და აქაურ მოდას მიეძღვნა.
1979 წლამდე გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, თუ როგორი თამამები, ელეგანტურები და მოდურები იყვნენ ირანელი ქალები. როგორც ფოტოებიდან ჩანს, აქაური მოდა ევროპული სტილის გავლენას განიცდიდა და ჰარმონიულად ერწყმოდა აღმოსავლურ ტრადიციებს..
აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმა კი განსაკუთრებულ, შთამბეჭდავ სტილს ქმნიდა.
ქალები თამამად იქცეოდნენ მამაკაცების გვერდით და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა საცურაო კოსტიუმის ტარება.
თემები: სტილი, მოდა, ცხოვრება, ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია