LIFE

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

რა შეიძლება იყოს მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, სამოგზაუროდ წასვლაზე უკეთესი? - გოგონების ერთად მოგზაურობას არაფერი შეედრება. მხიარულება, თავგადასავლები, განტვირთვა გარანტირებულია, რაც დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

ახლა, შესაძლოა, საუკეთესო დროა იმისთვის, რომ საუკეთესო მეგიბრებთან ერთად მოგზაურობა დაგეგმოთ. თანამედროვე კვლევებმა გამოავლინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის გატარება მათთან ერთად. კონკრეტულად კი, კვლევის თანახმად, დაქალებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

მეგობარი საუკეთესო წამალია

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა 308 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ ახლო მეგობრები, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ არიან. კვლევის თანახმად, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ძლიერი და მყარი სოციალური კავშირები აუცილებელია. ამ კავშირების არქონა კი ჯანმრთელობისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც დღის განმავლობაში 15 ღერი თამბაქოს მოწევა.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

მკვლევარები განმარტავენ, თუ რატომ არის მეგობრული კავშირები ასეთი მნიშვნელოვანი კეთილდღეობისთვის. პასუხი მარტივია - მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა ამცირებს სტრესს. ჩვენმა მკითხველმა კი იცის, რომ სტრესი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაპირობაა და ის გვიქმნის როგორს ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, დაქალებთან ერთად მოგზაურობისას განსაკუთრებით აქტიურდება ბედნიერების ჰორმონები.შედეგად კი, აბსოლუტურად ქრება სტრესი და დეპრესია.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი

სწორედ ამიტომ, გოგონების ერთად მოგზაურობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ის დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც. ასე რომ, დაურეკეთ საუკეთესო მეგობრებს და დეგეგმეთ მოგზაურობა მათთან ერთად. დარწმუნებულები იყავით, რომ სტრესი, ფსიქიკური აშლილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ შეგაწუხებთ.

დაქალებთან ერთად მოგზაურობა ჯანმრთელობას აუმჯობესებს - კვლევის შედეგი



<a href="https://thepowerofsilence.co/">https://thepowerofsilence.co/</a>