LIFE

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

საბედნიეროდ, ბევრი შესანიშნავი მამაკაცია ჩვენ გარშემო, რომლებიც პატივს სცემენ გარშემომყოფ ქალებს და ადამიანებს, რომლებიც უყვართ, თუმცა ყოველთვის არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფითი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

ისინი ფიქრობენ, რომ ყველასა და ყველაფერზე გავლენა უნდა ჰქონდეთ, რომ ქალებმა მათი სურვილების მიხედვით უნდა იცხოვრონ და მათი ყველა ახირება შეასრულონ და ზოგიერთი მათგანი ძალადობაზეც არ ამბობს უარს.

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

ასეთი კაცები ცხოვრებას უნგრევენ და უწამლავენ ქალებს და როგორც მეცნიერები ამბობენ, ამავდროულად, საკუთარ თავსაც ვნებენ მსგავსი ქმედებით. ახალი კვლევის მიხედვით, მამაკაცს, რომელსაც სურს, რომ ქალზე გავლენა ჰქონდეს, რომ ქალი ემორჩილებოდეს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

კვლევის ავტორები ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგები არიან. კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა გაანალიზეს მამაკაცების ჩვევები და ამ ჩვევების კავშირი ფსიქიკასთან. კვლევის მიხედვით, მამაკაცს სურს აჩვენოს თავისი მამაკაცურობა, ძალა. სურს აჩვენოს სხვებს, რომ ძლიერია, არაფერში არავის დახმარება არ სჭირდება, თავის თავს ე.წ. ფლეიბოიდ წარმოიდგენს და მოსწონს ქალების კონტროლი.

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

კვლევაში 19 453 მამაკაცი იყო ჩართული. სპეციალური კითხვარის საშუალებით განსაზღვრეს მათი დამოკიდებულებები, მისწრაფებები, გამარჯვების სურვილი, ემოციების კონტროლის ხარისხი, ძალადობისკენ მიდრეკილება, ქალებთან დამოკიდებულება და.ა.შ

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ, სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ. ისინი არ არიან თავდაჯერებულები, არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა და როცა ქალზე გავლენას მოიპოვებენ, ან მასზე იძალადებენ, თავდაჯერებულობა ეზრდებათ და თვლიან, რომ ყველაფრის გაკეთების უნარი შესწევთ. რეალურად კი, ასეთი მამაკაცები ყველაზე სუსტები არიან. ამავდროულად, არიან ემოციურად არამდგრადები და გაუწონასწორებლები.

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ქალებზე გავლენის მოპოვების სურვილი, ან ძალადობის სურვილი შეიძლება საზოგადოების გავლენითაც იყოს ნაკარნახევი.

სამწუხაროდ, საზოგადოება განსაზღვრავს, რა არის მამაკაცური თვისება და რა ქალური და რატომღაც ადამიანების ნაწილს ქალზე გავლენის მოპოვება მამაკაცურობის გამოხატულებად მიაჩნია. ამიტომაც, საზოგადოების გავლენით, მამაკაცი ცდილობს თავისი მამაკაცურობა დაამტკიცოს და ქალზე გავლენა მოიპოვოს. რეალურად კი, ეს არა მამაკაცურობის, არამედ სუსტი ადამიანის ქმედებაა, რომელიც საზოგადოების წესების მიხედვით ცხოვრობს, არ არის თავდაჯერებული, არ შეუძლია ემოციების კონტროლი და გაუწონასწორებელი ხასიათით გამოირჩევა. 

მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე გავლენის მოპოვება სურთ და ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>