LIFE

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

ფსიქოლოგები სტრესის დამარცხები რვა, ყველაზე ეფექტურ მეთოდს გვიზიარებენ, თუ გსურთ, რომ სტრესი მარტივად დაძლიოთ და შფოთვამ არ შეგაწუხოთ, სწორედ ამ მეთოდებს უნდა მიმართოთ.

1. ისუნთქეთ ნელა და ღრმად - „როდესაც სტრესი გვაწუხებს, როგორც წესი, ჩვენ სწრაფად ვსუნთქავთ, და ვკარგავთ სიმშვიდეს“, - ამბობს ნეიროფსიქოლოგი, დევიდ ლუისი. ის გვირჩევს, რომ სტრესის დროს 15 წუთით განვმარტოვდეთ და ვისუნთქოთ ნელა და ღრმად. შედეგად, დავმშვიდდებით სტრესი გაქრება.

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

2. მიირთვით ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი - ჩინელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაი ადამიანს სტრესის დამარცხებაში ეხმარება. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებენ. ფსიქოლოგი ბრიუს გრინსბურგი ამბობს, რომ მწვანე ჩაის მირთმევა სტრესთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველა ეფექტური მეთოდია. 

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

3. მიირთვით როდიოლა - ეს არის მცენარე, რომელიც ორგანიზმს სეროტონინით გაამდიდრებსდა დამშვიდებაში დაგეხმარებათ. მცენარე ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში. ის აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, ზრდის კორტიზოლის დონეს და გეხმარებათ სტრესის დაძლევაში. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ საჭმელში როდიოლას დაფქვილი სახით გამოყენებას. 

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

4. ვინმესთან ფიზიკური სიახლოვე, ფიზიკური კონტაქტი სტრესის დაძლევის კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა - ციურიხის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა დასკვნით, თუ საყვარელ ადამიანს დამღლელი დღის ბოლოს 10 წუთის განმავლობაში ჩაეხუტებით, სტრესი გაქრება და სიმშვიდეს იპოვნით. ასევე, სტრესის დამარცხებაში დაგეხმარებათ მასაჟი კისრის არეში, თუმცა განსაკუთრებით ეფექტური საყვარელ ადამიანთან ჩახუტება და კოცნაა.

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

5. საღეჭი რეზინი - პროფესორი ენდრიუ შული ამბობს, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვა შფოთვას ამცირებს და ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება. რაც უფრო სწრაფად ღეჭავთ მას, მით უფრო სწრაფად მშვიდდებით.

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

6. სეირნობა - ფეხით სიარული სტრესის ხარისხს ამცირებს, ამბობენ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. და თუ ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებით და სიარულის დროს ფიქრობთ და თავს ერთგვარად მედიტაციის შესაძლებლობას აძლევთ, ეს კიდევ უფრო ეფექტურად დაგამარცხებინებთ სტრესს. ფსიქოლოგები ამას სეირნობის მედიტაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს მეთოდი ადამიანს ეფექტურად ამშვიდებს.

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

7. მიირთვით ჯანსაღი საკვები - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღად ისაუზმოთ, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში ამ შემთხვევაში უფრო გამძლე ხართ სტრესული სიტუაციების მიმართ. კვლევის თანახმად, თუ ადამიანი ე.წ. ფასთ ფუდით საუზმობს, ის ვერ ერევა სტრესს და აწუხებს შფოთვა. 

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი

8. მანტრა - ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც 5 კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე მანტრას უსმენდნენ, ან ერთსა და იმავე პოზიტიურ ფრაზას იმეორებდნენ ყოველ დღე, 23,8 %-ით მცირდება სტრესის ხარისხი, მათ არ აწუხებთ არასასურველი, ნეგატიური ფიქრები და პოზიტივზე არიან ორიენტირებულნი. 

როგორ უნდა დაძლიოთ სტრესი? - 8 ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდი



<a href="https://www.psychologies.co.uk">https://www.psychologies.co.uk</a>