ყავა თითქმის ყველას გვიყვარს და ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყფელი ნაწილია. თუ გინდათ, რომ სრულყოფილი გემოს მქონე, სურნელოვანი ყავა მოამზადოთ, მაშინ მისი მომზადების დროს 5 მთავარი და მარტივი წესი უნდა გაითვალისწინოთ.
1. პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ ყავის მარცვლები - დარწმუნდით, რომ ხარისხიან ყავის მარცვლებს ყიდულობთ. უმჯობესია თუ არაბიკას მარცვლები. ასევე, მისი ყიდვის დროს დარწმუნდით, რომ მარცვლები ახალია. შესაძლოა, რამდენიმე კვირის წინ იყოს მოხალული. ყავს იდეალური გემო მაშინ აქვს, თუ დაახლოებით 3-4 დღის მოხალულია. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ მაცივარში, რადგანაც ამ შემთხვევაში სურნელი და გემო დაეკარგება. შეინახეთ ის ოთახის ტემპერატურაზე, კონტეინერში.
2. ყავის მოსამზადებლად გამოიყენეთ გაფილტრული წყალი - გაუფილტრავი წყლითა და გაფილტრულით მომზადებულ ყავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. გაფილტრული წყალი მაქსიმალურად უნარჩუნებს ყავას ნამდვილ გემოს.
3. მნიშვნელოვანია დოზის სწორად განსაზღვრა - ოქროს სტანდარტი ასეთია - ერთი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად ორი ჩაის კოვზი ყავა უნდა გამოიყენოთ.
4. ტემპერატურა - ყავის გემოზე მისი ტემპერატურაც გავლენას ახდენს. თუ ძალიან ცხელ ყავას მიირთმევთ, ვერ შეიგრძნობთ მის ნამდვილ გემოს. სრულყოფილი ყავის გემოს მაშინ შეიგრძნობთ, თუ ის საშუალო ტემპერატურისაა - არც ცივია და არც ძალიან ცხელი.
5. ყავის მომზადების დროს აუცილებლად იზრუნეთ სისუფთავეზე - მისი მოსამზადებელი ჭურჭელი აუცილებლად კარგად უნდა იყოს გარეცხილი. თუ ხუთი წუთი წინ ყავა მოამზადეთ, არ გარეცხეთ და მასში კვლავ ყავას ამზადებთ, დაივიწყეთ ყავის ნამდვილი გემო და სურნელი.
თემები: თავის მოვლა, ყავა, ჯანმრთელობა
<a href="https://curiousmindmagazine.com/">https://curiousmindmagazine.com/</a>