LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

კომპრომისი ხანდახან აუცილებელია და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს წარმატებული ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, მაგრამ უნდა იცოდეთ, როდის წახვიდეთ დათმობაზე, უნდა შეგეძლოთ სიტუაციის სწორად შეფასება. ყოველივეს იდეალურად მხოლოდ ჭკვიანი და ძლიერი ქალები ახერხებენ, ასეთი ქალები არასოდეს მისცემენ მამაკაცს მართვის უფლებას.

ვნახოთ 5 მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს:

1. შეგიძლიათ, რომ საყვარელ მამაკაცს ზოგიერთ თხოვნაზე უარი უთხრათ და მის ყველა კაპრიზს არ ასრულებთ - თქვენ არ ხართ იმ კატეგორიის ქალი, რომელიც სხვების სურვილებს ასრულებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმაზე ფიქრობს, თუ რით ასიამოვნოს მამაკაცს. თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები.

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

2. იღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ - არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხართ. ჩვენ ყველანი ვიბრძვით იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ. სწორედ ეს არის ცხოვრება. იდეალური არავინაა. უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და ამავდროულად, განვითარებაზე ვიფიქროთ. თუ ასეთი ქალი ხართ, თქვენ არავის მისცემთ უფლებას, რომ გიკარნახოთ, როგორი გახდეთ.

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

3. პატივს სცემთ საკუთარ თავს და აწესებთ საზღვრებს, რომლის მიღმაც ვერავინ გადმოვა - ეს ძლიერი ქალის კიდევ ერთი მახასიათებელია. თუ ასეთი ქალი ხართ, თქვენ მამაკაცი ვერასოდეს გმართავთ.

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

4. ენდობით ინტუიციას - უსმენთ გულისთქმას და ინტუიციით ხვდებით, რომელი იქნება უფრო სწორი ნაბიჯი, უფრო სწორი გადაწყვეტილება.

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს

5. იცით, რა გსურთ და არ გეშინიათ მიზნისკენ სწრაფვის - გაქვთ მიზანი და მიისწრაფვით მისკენ. არ ხართ მერყევი ადამიანი და აზრს ვერავინ შეგაცვლევინებთ. სწორედ ამიტომ, თქვენი მართვა შეუძლებელია.

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც მამაკაცი ვერასოდეს მართავს



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>