LIFE

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

ადამიანი შესანიშნავი ქმნილებაა. მას გამუდმებით სჭირდება სიახლე, წინსვლა და განვითარება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სიახლეების საჭიროებას მთელი არსებით გრძნობს და უზარმაზარი ძალისხმევით მიილტვის მისკენ.

სწორედ ამ შესანიშნავი ადამიანური ბუნების წყალობით მოახერხა კაცობრიობამ განვითარება და დამეთანხმებით, საკმაოდ ეფექტურადაც. კაცობრიობის განვითარების პროცესი ცალკეული ინდივიდების განვითარების ისტორიაა. პიროვნული განვითარება კი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ეს მთელი ცხოვრებაა, რომელიც სავსეა იმ გამაოგნებელი აღმოჩენებით, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავში, გარშემომყოფებსა და გარესამყაროში აკეთებენ.

რწმენა და სურვილი იმისა, რომ სიახლეს მოაქვს უკეთესი ხვალინდელი დღე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, იპოვეთ სიახლის სურვილი და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან!

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

1.

ხშირად ყველაფერს ის აფუჭებს, რომ ადამიანებს ღრმად სწამთ თავიანთი შეხედულებების. მაგალითად, ის დამოკიდებულება, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ, რას და ვის წარმოვადგენდეთ, ვის დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება, მცდარია. წინასწარ დაგეგმილი სცენარით ცხოვრება იშვიათად, ვინმეს გამოსდიოდეს და ხშირად იმედგაცრუების მიზეზიც ხდება. ხანდახან საჭიროა ცხოვრებისავე წესებით თამაში, მისივე დინებით სვლა. ასე ის გაცილებით საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე ხდება.

2.

ადამიანები ხშირად ვიყენებთ ფრაზას: „მედალს ორი მხარე აქვს“, თუმცა, როცა ვინმეს ვაფასებთ, სრულიად საპირისპიროდ ვიქცევით და ზედმეტად რადიკალურები ვხდებით. ადამიანებს მხოლოდ დადებით ან უარყოფით კონტექსტში განვიხილავთ და არ ვაღიარებთ მათში თავმოყრილ განსხვავებულ თვისებებს. რთულია, შეიგრძნო ქვეყნის კულტურა მისი ისტორიის შესწავლის გარეშე, ასევე რთულია, გაიცნო ადამიანი, თუ მისი გავლილი ცხოვრების შესახებ არაფერი იცი. ამიტომ, სანამ ვინმეს შევიყვარებთ ან ბოლომდე უარვყოფთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მათი ისტორიები, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი ფაქტები და გამოცდილებები, ცხოვრებისეული სირთულეები და წარმატებული მაგალითები.

3.

არ არსებობს ადამიანი, იდეალური სხეული და ჯანმრთელი ორგანიზმი არ სურდეს, თუმცა, ამასთანავე, არც სხვა ღირებულებებსა და ღირსებებზე ამბობს უარს. ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად განგვაწყობს, მაგრამ იმას ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული ნაკლის გამო, რომელსაც ჩვენს თავში ვპოულობთ, საკუთარი თავი შევიზიზღოთ. ეცადეთ, გამოასწოროთ ყველა ნაკლი, რაც თვითშეფასებას გიმსხვრევთ.

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

4.

დაამარცხეთ სიბრაზე, რომელსაც იმ მეგობრების მიმართ გრძნობთ, ვინც ტკივილი მოგაყენეს და ახლა თავიანთი შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. აპატიეთ და კვლავ შემოუშვით ისინი თქვენს ცხოვრებაში. ეს დიდ ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოგგვრით.

5.

შეწყვიტეთ კომუნიკაცია ისეთ მეგობრებთან, რომლებიც არანაირ ძალისხმევას არ დებენ თქვენს ურთიერთობაში. მოერიდეთ დრამებს, ჩხუბსა და ახსნა-განმარტებებს. უბრალოდ, ნუ დახარჯავთ იმ რაოდენობით ენერგიას მათზე, რა რაოდენობითაც ხარჯავდით და უკან არასოდეს გიბრუნდებოდათ. დაუთმეთ ეს დრო და ენერგია მათ, ვინც მუდამ თქვენ გვერდითაა.

6.

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში მართალია. ეცადეთ, საკუთარ თავს სკეპტიკურად შეხედოთ. გახსოვდეთ, რომ ხან მართალი იქნებით, ხან – არა. მთავარია, საკუთარი შეცდომების აღიარება ისწავლოთ.

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

7.

გახსოვდეთ, არასოდესაა გვიანი ცვლილებები. მით უმეტეს, ახალ კარიერაზე ფიქრი.

 8.

გაწყვიტეთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ, ისეთი უყვარდეთ, როგორიც ხართ. თქვენში მოსალოდნელი ცვლილებები კი არა, თქვენი პიროვნება უნდა უყვარდეთ.

9.

იმოქმედეთ! იმოქმედეთ მუდამ. აიღეთ პასუხისმგებლობები და ღირსეულად გაუმკლავდით მათ. ნუ იფიქრებთ, რომ არ შეგიძლიათ რაიმეს შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ, მიატოვოთ სამსახური, თუ ის არ გაკმაყოფილებთ, გადახვიდეთ საცხოვრებლად სხვა ქალაქში, თუ ეს თქვენთვის ხელსაყრელია და დაშორდეთ პარტნიორს, რომელთანაც ბედნიერი არ ხართ. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ შეგწევთ ცვლილებების ძალა.

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

10.

დეპრესია და მღელვარება სამარცხვინო არ არის. გამოიჩინეთ მეტი სიკეთე საკუთარი თავის მიმართ. მიიღეთ საჭირო დახმარება ახლობელი ადამიანებისგან და გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ!

11.

იდეალური ადამიანი არ არსებობს. ამიტომ, ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაში, რომ იდეალურ მდგომარეობას მიაღწიოთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ხართ და ისწავლეთ შეცდომებზე, რაც, შედეგად, გაგაძლიერებთ.

12.

არაფერი არ ფასობს ისე ძვირად, როგორც მშვიდი ნერვები. ამიტომაც გაუფრთხილდით მას და ყველა წვრილმანზე ნერვებს ნუ მოიშლით. არც ერთ მიზეზს არ მისცეთ უფლება, დღე გაგიფუჭოთ.

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

13.

ადამიანებს ხშირად გვტანჯავს უსარგებლობის განცდა. იქნება ეს სამსახური, პირადი ცხოვრება, მეგობრებთან ურთიერთობა თუ სხვა – უსარგებლობის არასასიამოვნო გრძნობა ყველგან იჩენს თავს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საუკეთესო იყოთ.

14.

საკუთარ თავთან დიალოგი ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას მოგიგვარებთ. მაგრამ ეს დიალოგი არამც და არამც არ უნდა იყოს ნეგატიური შინაარსის. მართალია, ადამიანი ვერასოდეს აღწევს იმ მდგომარეობას, რომ საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენები საბოლოოდ მოიშოროს, მაგრამ მსგავსი წარმოდგენების გვერდის ავლა ყოველთვის შესაძლებელია. შეიყვარეთ საკუთარი თავი, რათა სხვებმაც შეგიყვარონ.

15.

დაზოგეთ ფული. ნუ დახარჯავთ მას ისეთ ნივთებზე, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. 

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან

16.

სოციალური სამყარო ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა, ხანდახან გვსურს, ყველაფერს მოვშორდეთ და მხოლოდ საკუთარ პიროვნებაზე ვკონცენტრირდეთ. ხშირად განერიდეთ ხმაურიან, სოციალური კომუნიკაციებით დატვირთულ სამყაროს და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.

17.

ალბათ, გსმენიათ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც მის მიმართ განვეწყობით. სწორედ ამიტომ, მოიშორეთ უარყოფითი ფიქრები და განწყობები. ამასთანავე, მოერიდეთ უარყოფით ქმედებებსა და ადამიანებს. გაეცით ბედნიერება და პოზიტივი და უკან ორჯერ მეტს დაიბრუნებთ!

დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი წლიდან



<a href="http://lessonslearnedinlife.com/17-things-to-let-go-of-in-2017-2/">http://lessonslearnedinlife.com</a>