7 ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და ბედნიერი ადამიანის იერს დაგიბრუნებთ
- 11.09.2020
ადამიანის განწყობაზე, ბედნიერების ხარისიხზე ბევრი რამ ახდენს გავლენას და ისეთი დეტალებიც, რომლებიც შესაძლოა უმნიშვნელო გგონიათ. ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, უამრავ გამოწვევას ვუმკლავდებით და ყოველივე დეპრესიისა და სტრესის მიზეზი ხდება.
ფსიქოლოგები გამოყოფენ 7 ჩვევას, რომლებსაც თუ გამოიმუშავებთ, ცხოვრებას დადებითი კუთხით შეცვლით და ბედნიერი ადამიანის იერს დაიბრუნებთ.
1. ისეირნეთ ბუნებაში - მაშინაც კი, როცა ზამთარია და გარეთ ცივა, აუცილებლად გაატარეთ დრო კვირაში ერთხელ მაინც ბუნების წიაღში და ეს ჩვევად აქციეთ. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, მოუსმინეთ თქვენი ნაბიჯების ხმას, ბუნების ხმას. ნახავთ, რომ მარტივად იპოვით სიმშვიდეს და უფრო მეტად კონცენტრირებულები გახდებით.
2. დაკავდით რაიმე შემოქმედებით აქტივობით - ნუ მიიჩნევთ, რომ შემოქმედებითი ადამიანი არ ხართ. შესაძლოა, არ იყოთ პროფესიონალი მხატვარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფანქრების გამოყენების უფლება არ გაქვთ. გააფერადეთ რაიმე, დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. ყოველივეს საოცრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ბედნიერების განცდას დაგიბრუნებთ.
3. დღის განმავლობაში გამოყავით 15 წუთი მაინც იმისთვის, რომ დაალაგოთ - თუ სახლის, საკუთარი ოთახის დასალაგებლად ყოველ დღე 15 წუთს მაინც გამოყოფთ, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.. დალაგება ერთგვარი მედიტაციაა.
4. სიჩუმის ათი წუთი - გაატარეთ ჩუმად მხოლოდ 10 წუთი ყოველ დღე. ეს თქვენს ემოციურ მდგრადობას შეუწყობს ხელს. უბრალოდ დაჯექით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები, ისუნთქეთ ღრმად. ეს მეთოდი სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და სტრესს დაგამარცხებინებთ.
5. გააკეთეთ ჩანაწერები - დაწერეთ ყველაფერი, რას გრძნობთ, რას განიცდით, რა არის თქვენი ოცნება, მიზანი და ა.შ. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი სურვილები უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახოთ.
6. მოიმზადეთ საკუთარი თავისთვის საკუთარი ხელებით სალათი - დიახ, გემრიელად ჭამა ბედნიერებაა და ის ადამიანის განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი მაშინ აქვს პოზიტიური გავლენა თუ საჭმელს საკუთარი ხელით მოიმზადებთ. ასე რომ, არ დაიზაროთ, გემრიელი სალათის მომზადებას სულაც არ სჭირდება დიდი დრო.
7. აუცილებლად გამონახეთ დრო ჰობისთვის - კვირაში ერთხელ მაინც თავი დააღწიეთ მოსაწყენ რუტინას და გაიფერადეთ ცხოვრება. დაკავდით იმ საქმით, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები
<a href="https://www.lifehack.org/">https://www.lifehack.org/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია