სხეულის რომელი ნაწილი რა ფასად აქვთ დაზღვეული ვარსკვლავებს? - ვის აქვს ყველაზე ძვირადღირებული სხეული
- 07.05.2019

ვაზღვევთ მანქანას, ჯანმრთელობას და ეს ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღიმილს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს აზღვევენ, რაც შესაძლოა ზოგიერთს უჩვეულოდ მოეჩვენოს.
1. ამერიკა ფერერა - მას ღიმილი აქვს დაზღვეული 10 მილიონ დოლარად. „უშნო ბეტის“ ვარსკვლავს თავის მართლაც ძალიან მომხიბვლელი ღიმილის დაზღვევაში თანხა არ ენანება.

2. ჯულია რობერტსი - ჯულიას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ჰოლივუდის ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი ღიმილი. მსახიობმა თავისი ღირსების შესახებ შესანიშნავად იცის, ამიტომაც მას ღიმილი 30 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.

3. კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ყველაზე ღირებული ცხადია მისი სწრაფი და ყოვლისშემძლე ფეხებია. ფეხბურთელს ფეხები 144 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული. რონალდუს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხები აქვს.

4. ტეილორ სვიფტი - გაგიკვირდებათ და ტეილორმა არა თავისი ხმა, არამედ ფეხები დააზღვია. მომღერალს მოდელის აღნაგობა აქვს და გრძელი, ლამაზი ფეხებით გამოირჩევა, რომელიც 26 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.

5. მაილი საირუსი - მომღერალმა ენა 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

6. ფერნანდო ალონსო - ის ცნობილი მრბოლელია. ალონსომ ცერა თითების დაზღვევა გადაწყვიტა. მისი ცერა თითები 11,5 მილიონ დოლარადაა დაზღვეული.

7. ჯენიფერ ლოპესი - მომღერალს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უკანალი აქვს. ჯეი ლომ უკანალი 300 მილიონ დოლარად დააზღვია.

8. ჯინ სიმონსი - მაილი საირუსამდე ჯინ სიმონსი იყო ის ადამიანი, რომელმაც ენა 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

თემები: მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, დაზღვევა, ჰოლივუდის ვარსკვლავები
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია