ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ თანამედროვე 30 წლის ქალები შთამბეჭდავად გამოიყურებიან და რთულია მიხვდეთ რეალურად ისინი 20 წლის ასაკის არიან, თუ 30-ის. ისინი საოცრად მომხიბვლელები არიან და ეს არ ეხება მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, იგივეს თქმა შეგვიძლია მათ ჩვევებზეც და სხვა მახასიათებლებზე. მაგალითად, მათი ხმა, სხეულის ენა, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი 20 წლის ადამიანისას ჰგავს. ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ ქალები 10 წლიანი ასაკობრივი სხვაობით ერთნაირად გამოიყურებიან.

ვნახოთ, რა განაპირობებს ყოველივეს და გავარკვიოთ 30 წლის ქალების მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოები.

1. ისინი არ ღელავენ ასაკზე - შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო მეტად გვემატება ასაკი, მით მეტად მშვიდები და გაწონასწორებულები ვხდებით. მათ შორის მშვიდად ვხვდებით წლების მატებას და საზოგადოების აზრსაც აღარ ვითვალისწინებთ, არ გვაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. 30 წლის ადამიანები არიან უფრო თავდაჯერებულები და ნაკლებად ინტერესდებიან იმით, თუ რას იტყვის ხალხი. ეს მახასიათებელი კი მათ უფრო საინტერესო და მომხიბვლელ პერსონებად აქცევთ.

2. ისინი მიჰყვებიან მოდის ტენდენციებს - ძალიან ხშირად, მართლაც რთულია მიხვდეთ ქალი 20 წლისაა, თუ 30-ის. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებაა. თანამედროვე ქალები იცვამენ ისე და იკეთებენ ისეთივე მაკიაჟს, როგორსაც 20 წლის გოგონები, ატარებენ თინეიჯერულ ჯინსებს, მაისურებს და ყველაფერს, რაც ტრენდულია.

3. მათ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ შეიძინონ ძვირადღირებული კოსმეტიკა, სამოსი, მიიღონ სხვადასხვა ძვირადღირებული მომსახურება, რომელიც გალამაზებისკენ და გაჯანსაღებისკენაა მიმართული - 30 წლის ასაკის ქალების უმეტესობამ უკვე იცის, რა სურს ცხოვრებისგან, მათი ნაწილი დასაქმებული და წარმატებულია. ასეც რომ არ იყოს, მათ უკვე აქვთ ცხოვრებისგან საკმაოდ ღირებული გამოცდილება. 30 წლის ქალს უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე 20 წლის ასაკში ჰქონდა და შეუძლია, ეს ფული საკუთარ თავს მოახმაროს. იყიდოს ძვირადღირებული სამოსი, ესტუმროს ძვირადღირებულ სილამაზის სალონებს, კოსმეტოლოგს და ა.შ.

4. 30 წლის ქალს ნაპოვნი აქვს საკუთარი სტილი და იცის, რა უხდება ყველაზე მეტად - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 30 წლის ასაკი ეს ოქროს ასაკია, რადგანაც ქალს ცხოვრების ამ ეტაპზე სრულყოფილი ვიზუალი აქვს. მან უკვე იცის, რა უხდება ყველაზე მეტად და აღარ მიმართავს ექსპერიმენტებს.

5. 30 წლის ქალმა უკვე იცის საკუთარი თავის პატივისცემა - წარმოიდგინეთ სიტუაცია, საყვარელი მამაკაცი არ გირეკავთ, როცა ქალი 20 წლისაა, ასეთ დროს როგორც წესი, მთელ დღეს ტირილში ატარებს, მაგრამ 30 წლის ქალმა იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს რთულ, ნეგატიურ სიტუაციებს უფრო მარტივად და რომ ტირილით ვერ იპოვის გამოსავალს. ასაკის მატებასთან ერთად, მართლაც, უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები ვხდებით და პატივს ვცემთ ჩვენს დროს, ღირებულებებს, ვუფრთხილდებით ნერვებს. ყოველივე კი გვეხმარება, რომ ყოველთვის შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ.

6. 30 წლის ქალმა ზუსტად იცის, რა სურს - 20 წლის ადამიანი არ არის სტაბილური, მას ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს. ეძებს, თუ რომელი პროფესიაა მისთვის ყველაზე შესაფერი, ქაოსურია. მაგრამ, როცა ქალი 30 წლისაა, ის უკეთ უგებს საკუთარ თავს და იცის, რისთვის ცხოვრობს და აკეთებს ყველაფერს მიზნის მისაღწევად, თავდაჯერებულია. თავდაჯერებულობა კი, მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

7. 30 წლის ქალს აღარ აწუხებს დაუცველობის გრძნობა და შიშები - ან ისწავლა, თუ როგორ იცხოვროს ამ შიშებთან ერთად. ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის და ყველას აქვს დაუცველობის განცდა, თუმცა ეს განცდა განსაკუთრებით მძაფრი ძალიან ახალგაზრდა ასაკშია. 30 წლის ადამიანს კი, გამოცდილება თავდაჯერებულობას ჰმატებს და საკუთარი თავის რწმენას უმძაფრებს, სწორედ ამიტომ, მან იცის, როგორ გაუმკლავდეს შიშებს და როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნოს.

8. 30 წლის ქალმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად და ჯანსაღად კვება - ის არ მიირთმევს ე.წ. ფასთ ფუდებს და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობისა და მომხიბვლელი ვიზუალისთვის, ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნებისთვის. მან იცის, რომ სწორად კვებას დადებითი გავლენა აქვს კანზე, განწყობაზე და მთლიან ვიზუალზე. 30 წლის ქალი უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე.

9. 30 წლის ქალი აცნობიერებს რომ სამუდამოდ მომხიბვლელი ვერ იქნება - როცა ქალი 20 წლისაა ის ფიქრობს, რომ ყოველთვის ასეთი ლამაზი ვიზუალი ექნება, რომ მისი სხეული ძლიერი და ჯანსაღი, ხოლო კანი გლუვი და პრიალა იქნება, მაგრამ როცა უკვე 30-ის ვხდებით, ვაანალიზებთ, რომ მუდამ ასეთ ვიზუალს ვერ შევინარჩუნებთ და რომ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვაა საჭირო.